Trading Economics-ის ცნობით, იანვარში ურანის ფასი ზრდას განაგრძობს და მისმა ღირებულებამ 1 ფუნტზე 92 დოლარს მიაღწია, რაც 2007 წლის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია. ფასების ზრდა ძირითადად ურანზე მოთხოვნის ზრდის ნიშნებითა და ამავდროულად მიწოდების შესახებ გაზრდილი რისკებით არის განპირობებული. ენერგოკომპანიებმა 2023 წელს 72 600 ტონა ურანის მიწოდებაზე გააფორმეს კონტრაქტები, რაც 2012 წლის შემდეგ, ყველაზე დიდი ოდენობაა. წიაღისეული საწვავის ფასების ცვალებადობამ და დეკარბონიზაციის ამბიციურმა მიზნებმა აიძულა შეერთებული შტატები და 20 სხვა ქვეყანა, გამოაცხადონ გეგმები 2050 წლისთვის ბირთვული სიმძლავრის გასასამმაგებლად. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ მსოფლიოში ურანის უმსხვილესი მომპოვებლების სიისთვის გადაგვეხედა, რომლებმაც 1945-2022 წლებში ყველაზე დიდი ოდენობით ურანი მოიპოვეს.