მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნებია ქართველებისთვის შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ტურისტულად მოთხოვნადი? – Travelfy-ს პასუხი

ჩინეთი

ტურისტული კომპანია Travelfy-ს გაყიდვების ხელმძღვანელი, მარიამ დგებუაძე BM.GE-სთან შემოდგომა-ზამთრის პერიოდს აფასებს და აღნიშნავს, რომ ქართველ მომხმარებლებში ძალიან არის გააქტიურებული აზიის მიმართულებები.

„შემოდგომა - ზამთრის პერიოდში ძალიან აქტუალურია აზიის მიმართულება. აზიის ტურებიდან ყველაზე მოთხოვნადია ტაილანდი. სამი ჯგუფური ტური გვაქვს იანვარ-თებერვალში ამ მიმართულებით და სამივე შევსებულია. ამასთან, მალდივებია მოთხოვნადი, ასევე შრი-ლანკა და ჩინეთი. თუმცა, ევროპა სეზონის ნებისმიერ პერიოდში კვლავ აქტუალურია.

რაც შეეხება აქტუალური ტურების ღირებულებას, შრი-ლანკა - 2500-3000 ლარის ფარგლებშია, ტაილანდი - 3000-4000 ლარი, ხოლო მალდივები - 3000 ლარში მერყეობს. ტურის ღირებულება დამოკიდებულია სამოგზაურო პაკეტების ტიპზე და მომხმარებლის მოთხოვნებზე", - აცხადებს დგებუაძე.

მისივე განმარტებით, ტურისტული კომპანია აქცენტს ჯგუფურ ტურებზე აკეთებს და ჯგუფური ტურების კუთხით ყოველთვიურად, ძალიან ბევრი უცხო მიმართულება დაემატებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები