მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში შემოსული 201.4 მილიონი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან 39.5 მლნ დოლარი ვაჭრობის მიმართულებით ჩაიდო.
ამგვარად ეს დარგი ეკონომიკური სექტორების რეიტინგში ენერგეტიკის შემდეგ ამ პერიოდისთვის მეორე ადგილას აღმოჩნდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მიმართულება საბითუმო და საცალო ვაჭრობასთან ერთად ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტს მოიცავს.
BM.GE-მ საქსტატიდან იმ ქვეყნების ჩამონათვალი გამოითხოვა, საიდანაც ამ პერიოდში ვაჭრობაში პირდაპირი ინვესტიციები შემოვიდა. როგორც ირკვევა შემოსული ფინანსური რესურსის დიდი წილი იაპონიაზე მოდის. ინვესტორი ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:
- იაპონია - $21 მლნ;
- სომხეთი - $6.5 მლნ;
- ნიდერლანდები - $4.4 მლნ;
- თურქეთი - $3.8 მლნ;
- ავსტრია - $2 მლნ;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - $1.2 მლნ;
- შვედეთი - $1 მლნ;
- შვეიცარია - $958 ათასი;
- გერმანია - $459 ათასი;
- ყაზახეთი - $430 ათასი;
ამ ქვეყნების გარდა ინვესტიციები მცირე მოცულობებით შემოვიდა ბელარუსიდან, ესტონეთიდან, ჩეხეთიდან, ინდოეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან.
ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალთან ერთად BMG-მ საქსტატიდან TOP-5 კომპანია გამოითხოვა, რომლებშიც ამ პერიოდის განმავლობაში ვაჭრობის სექტორში ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო. ეს კომპანიებია:
- შპს ლუკოილ-ჯორჯია;
- შპს ტოიოტა კავკასია;
- შპს მონდელიზ საქართველო;
- შპს SAH & Co;
- შპს სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი.