2024 წელს საქართველოში იმპორტი 8.1%-ით გაიზარდა და 16.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
2024 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.9% შეადგინა.
2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 23 მილიარდ 429 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 8%-ით მეტია.
ოფიციალური მონაცემებით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წელს 10 მილიარდ 308 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44%-ია. მაშინ როდესაც 2023 წელს სავაჭრო სალდო უარყოფით იყო და 9 მილიარდ 517 მილიონ დოლარს შეადგენდა.
10 უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნის ჩამონათვალი ასეთია:
- თურქეთი - $2.7 მლრდ (ზრდა 7.6%);
- აშშ - $2.04 მლრდ (კლება 0.2%);
- რუსეთი - $1.8 მლრდ (ზრდა 6%);
- ჩინეთი - $1.6 მლრდ (ზრდა 21.3%);
- გერმანია - $1.3 მლრდ (34.8%);
- აზერბაიჯანი -$583 5 მლნ (კლება 10.9%);
- იაპონია - $534 9 მლნ (კლება 13.1%);
- იტალია - $416.3 მლნ (ზრდა 11.$%);
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - $333.1 მლნ (კლება 13.3%);
- პოლონეთი - $328.1 მლნ (ზრდა 21.7%).
უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები საქართველოს იმპორტში:
- მსუბუქი ავტომობილები - $3.4 მლრდ (ზრდა 4.2%);
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $1.3 მლრდ ( ზრდა 11.7%);
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $622.9 მლნ (ზრდა 14.7%);
- ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - $435.5 მლნ ( კლება 2.1%);
- ტელეფონები - $332 48 მლნ (კლება 11.4%);
- კომპიუტერული ტექნიკა - $255 4 მლნ (ზრდა 60.2%);
- სატვირთო ავტომობილები - $229.2 მლნ (ზრდა 32.7%);
- არმატურა - $212.2 მლნ (55.9%);
- სიგარები და სიგარებელი - $159.7 მლნ (ზრდა 0.3%);
- საფრენი აპარატები - $155.1 მლნ (ზრდა 293.9%).




























