კოკა-კოლამ წარმოება და გაყიდვები რუსეთში 2022 წლის მარტში, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის გამო შეაჩერა. ამის შედეგად, რუსულ ბაზარზე კოკა-კოლას წარმოება გადავიდა Coca-Cola HBC-ზე, რომელმაც ადგილობრივი ბრენდების წარმოება დაიწყო, როგორიცაა Dobry Cola, Rich და Moya Semya.
თუმცა, ორიგინალური კოკა-კოლა რუსეთში მაინც ხელმისაწვდომია პარალელური იმპორტის გზით. ეს იმპორტი განხორციელდება სხვადასხვა კომპანიების მიერ. მათ შორისა აზერბაიჯანში, ირანში, თურქეთსა და ავღანეთში დაფუძნებული კომპანიებიც კი.
რიგ შემთხვევებში, ღია წყაროებში ცნობილია როგორც იმპორტიორი ქვეყნები, ასევე კომპანიებიც.
- აზერბაიჯანი: კომპანია - Foodmall;
- ირანი: კომპანია - PVD Technologies.
ასევე, 2022 წლიდან დღემდე კოკა-კოლა რუსეთში თურქეთიდან და ჩინეთიდან შედიოდა. წლის დასაწყისში ადგილობრივი მედია წერდა, რომ ტიუმენში და სხვა რეგიონებში Coca-Cola-ს იმპორტი უნგრეთიდან დაიწყო. 0.33-ლიტრიანი ქილის ფასი ამ შემთხვევაში 219 რუბლია.
არსებობს ცნობები, რომ კოკა-კოლას იმპორტი მიმდინარეობს ავღანეთიდან, რომელიც ახლა თალიბანის მიერ კონტროლირებადია, თუმცა ზუსტი გზები არ არის საჯაროდ ცნობილი.
ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ The Coca-Cola Company-ს ოფიციალურად არ განუახლებია თავისი პირდაპირი ოპერაციები ან ინვესტიციები რუსეთში, მისი პროდუქტები კვლავ ხელმისაწვდომია არაპირდაპირი და იურიდიულად განსხვავებული გზებით.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ Coca-Cola და სხვა უცხოური ტკბილი გაზიანი სასმელები რუსეთში ისევ იყიდება, ანალიტიკური კომპანია „ნილსენის“ კვლევის მიხედვით, 2024 წლის გაზიანი სასმელების ასორტიმენტი რუსულ მაღაზიებში 5,9%-ით შემცირდა.




























