მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნებიდან შემოგვაქვს კოსმეტიკური საშუალებები, რომლის იმპორტი მზარდია

კოსმეტიკა

საქართველოში კოსმეტიკური საშუალებების იმპორტი გაიზარდა. 2024 წლის 11 თვეში ქვეყანაში 74,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2700-მდე ტონა კოსმეტიკური ნაწარმი შემოვიდა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, იმპორტის მოცულობა 67,2 მლნ აშშ დოლარი და 2517 ტონა იყო. ხოლო წინა წლებში, საქართველოში კიდევ უფრო მცირე რაოდენობის კოსმეტიკური ნაწარმი შემოდიოდა.

საქართველოსთვის კოსმეტიკური საშუალებების ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებების უმთავრესი საიმპორტო ბაზარი მოცულობის მიხედვით, პოლონეთია, საიდანაც 2024 წლის პირველი 11 თვის მანძილზე 6 მლნ აშშ დოლარის 400 ტონაზე მეტი ნაწარმის იმპორტი განხორციელდა. მეორე ადგილზეა საფრანგეთი, ხოლო მესამეზე ჩინეთი.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე ძვირიანი კოსმეტიკური ნაწარმი საფრანგეთიდან შემოგვაქვს, ყველაზე იაფიანი კი - ჩინეთიდან.

კოსმეტიკური საშუალებების Top-10 საიმპორტო ბაზარი მოცულობის მიხედვით შემდეგია:

  1. პოლონეთი - 6 მლნ აშშ დოლარი - 405 ტონა
  2. საფრანგეთი - 18,8 მლნ აშშ დოლარი - 360 ტონა
  3. ჩინეთი - 2,1 მლნ აშშ დოლარი - 308 ტონა
  4. თურქეთი - 3,9 მლნ აშშ დოლარი - 308 ტონა
  5. რუსეთი - 3,3 მლნ აშშ დოლარი - 239 ტონა
  6. ესპანეთი - 3,5 მლნ აშშ დოლარი - 191 ტონა
  7. გერმანია - 4,1 მლნ აშშ დოლარი - 115 ტონა
  8. კორეის რესპუბლიკა - 4,6 მლნ აშშ დოლარი - 95 ტონა
  9. გაერთიანებული სამეფო - 1,7 მლნ აშშ დოლარი - 93 ტონა
  10. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 906 480 აშშ დოლარი - 92 ტონა.

მზარდია კოსმეტიკური საშუალებების ექსპორტის მაჩვენებლებიც. 2024 წლის 11 თვეში საქართველოდან 15,3 მლნ აშშ დოლარის 181 ტონა ნაწარმი გავიდა, მაშინ როცა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 13,2 მლნ აშშ დოლარის 143 ტონა კოსმეტიკური საშუალებები გავყიდეთ საზღვრებს მიღმა.

საქართველოსთვის კოსმეტიკური საშუალებების ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზრების Top-5 შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. სომხეთი - 2 მლნ აშშ დოლარი - 73 ტონა
  2. ნიდერლანდები - 3,5 მლნ აშშ დოლარი - 22 ტონა
  3. ჰონკონგი - 2 მლნ აშშ დოლარი - 15 ტონა
  4. შვეიცარია - 1,4 მლნ აშშ დოლარი - 12 ტონა
  5. ლიეტუვა - 1,6 მლნ აშშ დოლარი - 11 ტონა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები