მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნებიდან შემოვიდა 2023 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ვიზიტორი

ტურისტი ტურიზმი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზღვრის კვეთის 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს ქვეყანაში ყველაზე მეტი - 1,856,237 ვიზიტორის საზღვრის კვეთა რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა.

საზღვრის კვეთების ეს რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 397 ათასით, ანუ 27%-ით მეტია. მეორე ადგილზეა თურქეთი, რომლის მოქალაქეებმაც გასულ წელს 1,577,439 საზღვრის კვეთა განახორციელეს, ეს წინა წელთან შედარებით 53%-ით მეტია. მესამე ადგილს სომხეთი იკავებს, რომლის მოქალაქეების საზღვრის კვეთების რაოდენობა 1,276,420 იყო, რაც წლიურად 25%-ით არის გაზრდილი.

თუმცა, აღნიშნული რიცხვები წარმოადგენს უშუალოდ შსს-ს საზღვრის კვეთის სტატისტიკას, ჯერჯერობით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ვიზიტორების 2023 წლის სტატისტიკა გამოქვეყნებული არ აქვს, რომელიც საზღვრის კვეთის სტატისტიკისგან განსხვავებით უშუალოდ ტურისტებს აღრიცხავს.

ქვეყნები, საიდანაც 2023 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი საზღვრის კვეთა დაფიქსირდა:

  1. რუსეთი - 1,856,237 საზღვრის კვეთა;
  2. თურქეთი - 1,577,439 საზღვრის კვეთა;
  3. სომხეთი - 1,276,420 საზღვრის კვეთა;
  4. EU - 451,024 საზღვრის კვეთა;
  5. ისრაელი - 251,579 საზღვრის კვეთა;
  6. აზერბაიჯანი - 241,271 საზღვრის კვეთა;
  7. უკრაინა - 202,984 საზღვრის კვეთა;
  8. ყაზახეთი - 192,282 საზღვრის კვეთა;
  9. ბელარუსი - 171,392 საზღვრის კვეთა;
  10. ირანი - 143,382 საზღვრის კვეთა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები