მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 ქვეყანა, საიდანაც პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ადამიანი შემოვიდა

6436bc35ab096
BM.GE
12.04.23 18:16
7016
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უცხოეთის 1,149,895 მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით ორჯერ მეტია.

სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში ყველაზე მეტი - 298 ათასი ადამიანი რუსეთიდან შემოვიდა, რაც წლიურად სამჯერ არის გაზრდილი. რუსეთის მოქალაქეეების ეს ნაკადი პანდემიამდელ, ანუ 2019 წლის მაჩვენებლებსაც აღემატება, როდესაც პირველ კვარტალში რუსეთის 283 ათასი მოქალაქე იმყოფებოდა. შესაბამისად, 2019 წელთან შედარებით საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 5%-ით არის გაზრდილი.

შსს-ს თანახმად, რუსეთის შემდეგ მეორე ადგილს თურქეთი იკავებს, საიდანაც პირველ კვარტალში 237 ათასი ადამიანი შემოვიდა, 224 ათასი კვეთით კი მესამე ადგილზე სომხეთია.

საზღვრის კვეთის პირველი ათეული ასე ნაწილდება:

1) რუსეთი - 298,285 შემოსვლა;
2) თურქეთი - 236,843 შემოსვლა;
3) სომხეთი - 224,342 შემოსვლა;
4) EU - 56,461 შემოსვლა;
5) ისრაელი - 50,226 შემოსვლა;
6) აზერბაიჯანი - 48,231 შემოსვლა;
7) უკრაინა - 42,340 შემოსვლა;
8) ბელარუსი - 26,801 შემოსვლა;
9) ირანი - 24,937 შემოსვლა;
10) ინდოეთი - 24,296 შემოსვლა.

საქართველოში წელს უცხოეთის ყველაზე მეტი მოქალაქე (588,127 ადამიანი) სარფის საბაჟოდან შემოვიდა, მეორე ადგილზეა თბილისის აეროპორტი (353,373), მესამეზე კი სადახლო (252,080). 

უცხოეთის მოქალაქეთა 1,149,895 შემოსვლას შორის, 171,133 ვიზიტი ტრანზიტი იყო, 24 საათზე მოკლე ვიზიტი 246,024 იყო, ხოლო 24 საათზე მეტხანს 732,738 ვიზიტმა გასტანა. 

შსს-ს მიერ გამოქვეყნებული საზღვრის კვეთის სტატისტიკა არ არის ტურიზმის და ტურისტების სტატისტიკა, რადგანაც შესაბამის მაჩვენებლებს საკუთარი მეთოდოლოგიით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები