მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი ქვეყნებიდან შემოვიდა 2025 წელს ყველაზე მეტი FDI - რეიტინგი

ბრიტანეთი

საქსტატმა 2025 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს FDI 7.6%-ით, $1.68 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი მოცულობის FDI საქართველოში გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა, რაც 334 მილიონ დოლარს შეადგენს.

აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ საქართველოს უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტები იურიდიულად დიდ ბრიტანეთში არიან დაფუძნებული და მათი ოპერაციები საქსტატის მიერ FDI-ის სახით აღირიცხება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სექტორების მიხედვით 607 მილიონი დოლარით პირველ პოზიციას სწორედ საფინანსო სექტორი იკავებს.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მეორე პოზიციას 181 მილიონი დოლარით თურქეთი იკავებს, საიდანაც ინვესტიციები გასულ წელს 64%-ით გაიზარდა. მესამე ადგილზე კი მალტაა, საიდანაც 174 მილიონი დოლარის ინვესტიციები შემოვიდა, რაც წლიურად 9%-ით არის შემცირებული.

ქვეყნები საიდანაც 2025 წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა:

  1. გაერთიანებული სამეფო — 334.2 მილიონი დოლარი, კლება 22%;
  2. თურქეთი — 180.8 მილიონი დოლარი, ზრდა 64%;
  3. მალტა — 173.7 მილიონი დოლარი, კლება 9%;
  4. აშშ — 158.1 მილიონი დოლარი, ზრდა 122%;
  5. აზერბაიჯანი — 143.9 მილიონი დოლარი, ზრდა 72%;
  6. რუსეთი — 69.6 მილიონი დოლარი, კლება 3%;
  7. ისრაელი — 65 მილიონი დოლარი, ზრდა 24%;
  8. გერმანია — 62.8 მილიონი დოლარი, ზრდა 12%;
  9. ჩინეთი — 32.7 მილიონი დოლარი, ზრდა 427%;
  10. უკრაინა — 31.6 მილიონი დოლარი, ზრდა 195%;
  11. დანარჩენი ქვეყნები — 436.2 მილიონი დოლარი, კლება 10%.

სექტორების მიხედვით, პირველ ადგილზეა საფინანსო სექტორი, მეორე პოზიციას იკავებს უძრავი ქონება, მესამე ადგილზე კი ტრანსპორტის და ლოგისტიკის სექტორია. უფრო დეტალურად ინვესტიციები ასე ნაწილდება:

სექტორები, რომლებშიც 2025 წელს ყველაზე მეტი FDI ჩაიდო:

  1. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები — 607 მილიონი დოლარი, ზრდა 5%;
  2. უძრავი ქონება — 185.7 მილიონი დოლარი, ზრდა 2%;
  3. ტრანსპორტი — 166.1 მილიონი დოლარი, ზრდა 58%;
  4. დამმუშავებელი მრეწველობა — 161.3 მილიონი დოლარი, კლება 12%;
  5. ინფორმაცია და კომუნიკაცია — 115.2 მილიონი დოლარი, ზრდა 77%;
  6. მშენებლობა — 95.7 მილიონი დოლარი, ზრდა 555%;
  7. ვაჭრობა — 52.1 მილიონი დოლარი, კლება 68%;
  8. ხელოვნება, გართობა და დასვენება — 49.7 მილიონი დოლარი, ზრდა 78%;
  9. განათლება — 11.7 მილიონი დოლარი, კლება 35%;
  10. სოფლის მეურნეობა — 4.2 მილიონი დოლარი, კლება 158%.
  11. დანარჩენი სექტორები — 239.9 მილიონი დოლარი, ზრდა 1%;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები