მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი ქვეყნებიდან სტუმრობდნენ 2025 წელს საქართველოს - TOP-10

ტურისტი ტურიზმი

2025 წლის განმავლობაში საქართველოს 7.8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2024 წელთან შედარებით 5.9%-ით არის გაზრდილი, საიდანაც 5.5 მილიონი ვიზიტი უშუალოდ ტურისტულ ვიზიტს წარმოადგენდა, რაც წლიურად 8.4%-ით არის გაზრდილი.

ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი კვლავ რუსეთის ფედერაციიდან ჰყავდა, რაც 1.57 მილიონს შეადგენდა (ზრდა 11%); მეორე ადგილზეა თურქეთი 1.24 მილიონი ვიზიტით (კლება 6.6%), სომხეთიდან კი საქართველოში გასულ წელს 948 ათასი ვიზიტორი შემოვიდა (უცვლელია). რეიტინგში ასევე შედიან ისრაელი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ბელარუსი და სხვა ქვეყნები.

ამასთან, საქართველოს ტურიზმის ტოპ 10-ში ევროკავშირის არცერთი წევრი ქვეყანა არაა. EU-დან ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან შემოვიდა 84 ათასი ვიზიტორი (ზრდა 6%), რითიც გერმანიამ მთლიან რეიტინგში მეცამეტე ადგილი დაიკავა.

2025 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი შემდეგი ქვეყნებიდან დაფიქსირდა:

# ქვეყანა ვიზიტების რაოდენობა წლიური ცვლილება
1 რუსეთი 1,579,764 ვიზიტი; 11.1%
2 თურქეთი 1,248,881 ვიზიტი; -6.6%
3 სომხეთი 948,242 ვიზიტი; 0.0%
4 ისრაელი 402,426 ვიზიტი; 29.4%
5 აზერბაიჯანი 292,149 ვიზიტი; 33.2%
6 ყაზახეთი 169,367 ვიზიტი; -5.3%
7 ბელარუსი 150,325 ვიზიტი; 7.0%
8 ინდოეთი 142,476 ვიზიტი; 14.6%
9 უკრაინა 136,826 ვიზიტი; 15.4%
10 ჩინეთი 127,895 ვიზიტი. 44.4%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები