მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს აქვთ უდიდესი რეზერვები?

რეზერვი

ცენტრალური ბანკის მფლობელობაში არსებული რეზერვი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის საწინდარია. მისი არსებობა ქვეყანას საგარეო შოკისგან, სავალუტო რყევებისგან, ეკონომიკური კრიზისისგან და პანდემიის მსგავსი მოვლენებისგან იცავს.

როგორც წესი, ეროვნული ბანკის რეზერვში უცხოურ ვალუტას, საბანკო დეპოზიტებს, ფასიან ქაღალდებს და ოქროს შეხვდებით, ეს უკანასკნელი კი ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

თუკი ქვეყანას გაუჭირდება, ვითარება გაუარესდება ან ის საერთაშორისო სანქციების წინაშე აღმოჩნდება, მაშინ მას მარტივად შეუძლია ცენტრალური ბანკის რეზერვი გამოიყენოს და თავიდან აირიდოს პოტენციური კრიზისი.

მარტივად რომ ვთქვათ, ეროვნული ბანკის რეზერვი დაახლოებით ის არის, რაც შავი დღისთვის გადანახული დანაზოგი, რომელიც ყველა ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია.

ამჯერად იმ ქვეყნების სიას გაგაცნობთ, რომელთაც მსოფლიოში ყველაზე დიდი რეზერვები აქვთ:

1. ჩინეთი - 3.5 ტრლნ
2. იაპონია - $1.2 ტრლნ
3. აშშ - $910 მლრდ
4. შვეიცარია - $909 მლრდ
5. ინდოეთი - $643 მლრდ

შედარებისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი $5.3 მილიარდის რეზერვს ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები