მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნის მოქალაქეები დაინტერესდნენ პროგრამით „იმუშავე საქართველოდან“?

6006e08241748
ვიქტორია მღებრიშვილი
19.01.21 21:39
821
"იმუშავე საქართველოდან" პროექტში მონაწილეობის მისაღებად ქვეყანაში ჩამოსვლის და დისტანციურად მუშაობის დასაწყებად 90 ქვეყნის 2 190 უცხო ქვეყნის მოქალაქე დარეგისტრირდა. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-ის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან მოაწოდეს.

მათივე ცნობით, 90 ქვეყნიდან TOP ქვეყნებს შორის, საიდანაც უცხოელები საქართველოდან მუშაობის სურვილს გამოთქვამენ, არის: აშშ, უკრაინა, ბელარუსი, რუსეთი, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და კანადა.

„მიღებული აპლიკაციებიდან 1 500-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქეს პროგრამაში მონაწილეობის უფლება მიეცა, ხოლო პროგრამის ფარგლებში საქართველოში სამუშაოდ 742 პირი ჩამოვიდა“, - აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

აღსანიშნავია, რომ მიღებულ აპლიკანტებს შორის 58% თვითდასაქმებულია, 26% სრულ განაკვეთზე მუშაობს, ხოლო 16% მეწარმეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები