მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი რუსული კომპანიები მოჰყვა ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში?

რუსული კომპანიები
BM. GE
24.10.25 21:10
360

ევროკავშირის მე-19 სასანქციო პაკეტში მრავალი ახალი კომპანია მოექცა. დასანქცირებულთა შორისაა ოქროს მომპოვებელი Polyus-ი, ტრანსპორტისა და ლოგისტიკური სერვისები მიმწოდებელი Fesco, ავტომწარმოებელი AvtoVAZ-ი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეტალურგიული კომპანია EVROVAZ. საგულისხმოა, რომ AvtoVAZ-ის გენერალური დირექტორი, მაქსიმ სოკოლოვი პირადად არის შეყვანილი სანქცირებულთა სიაში.

სანქციების ახალ პაკეტში ასევე ვხვდებით Lukoil-ის შვილობილ კომპანია Litasco Middle East-ს, რომელიც რუსული ნავთობმწარმოებლის დუბაიში დაფუძნებული სავაჭრო ფრთაა. ევროკავშირმა ფინანსური შეზღუდვების დაუწესა Lukoil-ის კიდევ ერთ შვილობილს - Zvezda-ს, რომელიც გემთმშენებლობის ინდუსტრიაშია ჩართული.

აღნიშნული კომპანიების ნაწილი აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს უკვე დასანქცირებული ჰყავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები