საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში ყოველდღიურად 2,000 სატვირთო ტრაილერი შემოდის. ამ ტრაილერების 2/3 ქვეყანაში სატრანზიტო მიზნით შემოდის, ხოლო ერთი მესამედის საბოლოო დანიშნულების ქვეყანა საქართველოა.
საქართველოს ყველაზე მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა აქვს თურქეთთან, შესაბამისად, საქართველოს ყველაზე დატვირთული საბაჟო გამშვები პუნქტი სარფია, რომელსაც საქართველოს მიმართულებით დღეში 660 ტრაილერი კვეთს, ხოლო საქართველოდან თურქეთისკენ დღეში 450 ტრაილერი გადადის.
2025 წლის დინამიკის თანახმად, სატრანზიტო ტრაილერების რიცხვი 6%-ით არის შემცირებული. შსს-ს ამ დროისთვის გამოქვეყნებული აქვს 2025 წლის პირველი კვარტალის მაჩვენებლები საქართველოში შემოსული და გასული ტრაილერების რიცხოვნობის შესახებ. მისი მიხედვით, სარფის საბაჟოს შემდეგ მეორე ყველაზე დატვირთული საზღვარი არის ყაზბეგი, საიდანაც დღეში საშუალოდ 400 სატვირთო შემოდის.
2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საბაჟოზე გადაადგილებული სატვირთოების რაოდენობა:
| საბაჟო | შემოსვლა | გასვლა |
| სარფი | 55,076 ტრაილერი; | 40,979 ტრაილერი; |
| ყაზბეგი | 36,658 ტრაილერი; | 36,065 ტრაილერი; |
| წითელი ხიდი | 35,937 ტრაილერი; | 37,597 ტრაილერი; |
| სადახლო | 19,769 ტრაილერი; | 19,071 ტრაილერი; |
| კარწახი | 12,374 ტრაილერი; | 18,984 ტრაილერი; |
| ცოდნა | 10,099 ტრაილერი; | 12,946 ტრაილერი; |
| ნინოწმინდა | 9,699 ტრაილერი; | 8,319 ტრაილერი; |
| გუგუთი | 5,902 ტრაილერი; | 7,084 ტრაილერი; |
| ვალე | 3,304 ტრაილერი; | 7,498 ტრაილერი; |
| ბათუმის პორტი | 564 ტრაილერი; | 702 ტრაილერი; |
| ფოთის პორტი | 328 ტრაილერი; | 463 ტრაილერი; |
| ახკერპი | 7 ტრაილერი; | 7 ტრაილერი; |
|
ჯამი |
189,717 | 189,715 |




























