მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი საზღვრიდან შემოდის ყველაზე მეტი ვიზიტორი - სტატისტიკა

სარფის საბაჟო

2025 წლის განმავლობაში საქართველოს 7.8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2024 წელთან შედარებით 5.9%-ით არის გაზრდილი, საიდანაც 5.5 მილიონი ვიზიტი უშუალოდ ტურისტულ ვიზიტს წარმოადგენდა, რაც წლიურად 8.4%-ით არის გაზრდილი. 2025 წელს ყველაზე მეტი - 1.86 მილიონი ვიზიტორი კვლავ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შემოვიდა, რაც წლიურად 17%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილს სარფის სასაზღვრო პუნქტი იკავებს 1.2 მილიონი ვიზიტით, ამასთან სარფიდან ვიზიტორების შემოსვლა წლიურად 8%-ით არის შემცირებული. 1.1 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა ყაზბეგის საზღვრიდან, რაც წლიურად 2%-ით არის გაზრდილი, სადახლოდან კი ვიზიტების რიცხვი 887 ათასი იყო.

ქვეყნების მიხედვით კი ვიზიტები ასე ნაწილდება - 2025 წელს საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი კვლავ რუსეთის ფედერაციიდან ჰყავდა, რაც 1.57 მილიონს შეადგენდა (ზრდა 11%); მეორე ადგილზეა თურქეთი 1.24 მილიონი ვიზიტით (კლება 6.6%), სომხეთიდან კი საქართველოში გასულ წელს 948 ათასი ვიზიტორი შემოვიდა (უცვლელია). რეიტინგში ასევე შედიან ისრაელი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ბელარუსი და სხვა ქვეყნები.

2025 წელს საქართველოში შემოსული ვიზიტორების განაწილება საზღვრის მიხედვით:

საზღვარი რაოდენობა ცვლილება
თბილისის აეროპორტი 1,867,086 ვიზიტი; 17%
სარფი 1,212,743 ვიზიტი; -8%
ყაზბეგი 1,141,820 ვიზიტი; 2%
სადახლო 887,030 ვიზიტი; 7%
ბათუმის აეროპორტი 521,325 ვიზიტი; 30%
ქუთაისის აეროპორტი 466,001 ვიზიტი; 6%
ნინოწმინდა 235,877 ვიზიტი; 20%
წითელი ხიდი 139,594 ვიზიტი; 0%
კარწახი 113,381 ვიზიტი; -24%
გუგუთი 79,111 ვიზიტი; 4%
ვალე 76,876 ვიზიტი; -14%
ცოდნა 65,377 ვიზიტი; 7%
სადახლოს რკინიგზა 18,413 ვიზიტი; -1%
ფოთის პორტი 14,682 ვიზიტი; 0%
ბათუმის პორტი 12,523 ვიზიტი; 36%
ყულევის პორტი 2,801 ვიზიტი; -20%
გარდაბნის რკინიგზა 1,253 ვიზიტი; 24%
კარწახის რკინიგზა 875 ვიზიტი; 204%
ახკერპი 41 ვიზიტი. -41%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები