მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი სექტორები ასაქმებენ საქართველოში ყველაზე მეტ ადამიანს - რეიტინგი

სკამი დასაქმება ოფისი სამუშაო

საქსტატმა ბიზნეს სექტორის გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული წლის ბოლოსთვის ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 782 ათასი იყო, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 41 ათასით, ანუ 5.6%-ით მეტია. სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი - 218 ათასი ადამიანი ვაჭრობის სფეროში საქმიანობს. 94 ათასი დასაქმებულით მეორე პოზიციაზეა დამმუშავებელი მრეწველობა, მესამეზე კი ჯანდაცვა 74 ათასი დასაქმებულით. ყველაზე მეტად 12 ათასით დასაქმებულთა რაოდენობა ვაჭრობის სექტორში გაიზარდა, თითქმის 5 ათასით მოიმატა დასაქმებულთა რიცხვმა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროში, ხოლო ხელოვნებისა და გართობის სექტორში ზრდა 4 ათასია.

2023 წლის მეოთხე კვარტალის მდგომარეობით კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა დარგების მიხედვით:

  1. საბითუმო და საცალო ვაჭრობა - 218,053 დასაქმებული, ზრდა 12,404 ადამიანი;
  2. დამმუშავებელი მრეწველობა - 93,674 დასაქმებული, ზრდა 292 ადამიანი;
  3. ჯანდაცვა - 73,614 დასაქმებული, ზრდა 198 ადამიანი;
  4. მშენებლობა - 68,695 დასაქმებული, ზრდა 5,478 ადამიანი;
  5. ტრანსპორტი და დასაწყობება - 63,523 დასაქმებული, ზრდა 3,939 ადამიანი;
  6. ინფორმაცია და კომუნიკაცია - 46,926 დასაქმებული, ზრდა 4,903 ადამიანი;
  7. სასტუმროები და რესტორნები - 39,872 დასაქმებული, ზრდა 2,875 ადამიანი;
  8. სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 25,525 დასაქმებული, ზრდა 1,494 ადამიანი;
  9. განათლება - 24,629 დასაქმებული, ზრდა 194 ადამიანი;
  10. ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 23,107 დასაქმებული, ზრდა 2,151 ადამიანი;
  11. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 20,282 დასაქმებული, ზრდა 420 ადამიანი;
  12. ხელოვნება გართობა და დასვენება - 18,721 დასაქმებული, ზრდა 3,911 ადამიანი;
  13. ენერგეტიკა - 16,773 დასაქმებული, ზრდა 1,568 ადამიანი;
  14. ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 15,996 დასაქმებული, ზრდა 1,048 ადამიანი;
  15. სამთო-მოპოვებითი მრეწველობა - 12,548 დასაქმებული, ზრდა 42 ადამიანი;
  16. სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 12,234 დასაქმებული, ზრდა 169 ადამიანი;
  17. სხვა სახის მომსახურება - 8,133 დასაქმებული, ზრდა 264 ადამიანი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები