მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი სექტორების დაკრედიტება იზრდება - სტატისტიკა

ბანკები

2025 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოს კერძო სექტორზე ბანკების მხრიდან გაცემული სესხების მოცულობამ 39.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.2 მილიარდი ლარით, ანუ 15%-ით მეტია. კონკრეტულ სექტორებს შორის კრედიტების მოცულობით პირველ ადგილზეა უძრავი ქონების დეველოპმენტი, რომლის პორტფელიც 4.21 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით მეტია. მეორე ადგილზეა სერვისების სექტორი 3.89 მილიარდი ლარით, სადაც წლიური ზრდა 24%-ია, მესამეზე კი უძრავი ქონების მენეჯმენტის სექტორი მოდის 3.47 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელით, სადაც დაკრედიტება წლიურად 18%-ით არის გაზრდილი.

დაკრედიტების მხოლოდ 1%-იანი ზრდაა სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორში, რაც ინვესტორების მხრიდან ამ სექტორისადმი დაინტერესების კლებაზე მიანიშნებს. მთლიანობაში ტურიზმის სექტორზე გაცემული კრედიტების მთლიანი ოდენობა 3.2 მილიარდ ლარს შეადგენს. ასევე დაბალი ტემპით - 5%-ით არის გაზრდილი სოფლის მეურნეობის სექტორის დაკრედიტებაც.

2025 წლის მაისის მდგომარეობით კერძო სექტორის დაკრედიტების მაჩვენებლები:

სექტორი საკრედიტო პორტფელის ზომა ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
უძრავი ქონების დეველოპმენტი 4.21 მილიარდი ლარი; 27%
სერვისი 3.89 მილიარდი ლარი; 24%
უძრავი ქონების მენეჯმენტი 3.47 მილიარდი ლარი; 18%
სოფლის მეურნეობის სექტორი 3.40 მილიარდი ლარი; 5%
სასტუმროები და ტურიზმი 3.20 მილიარდი ლარი; 1%
ენერგეტიკა 2.55 მილიარდი ლარი; 12%
სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა 2.37 მილიარდი ლარი; 29%
ვაჭრობა (სხვა) 2.23 მილიარდი ლარი; 8%
სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა 2.15 მილიარდი ლარი; 5%
სამომხმარებლო საქონლის წარმოება 1.88 მილიარდი ლარი; 15%
ჯანდაცვა 1.41 მილიარდი ლარი; 16%
საფინანსო ინსტიტუტები 981 მილიონი ლარი; 51%
სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) 980 მილიონი ლარი; 0%
რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები 912 მილიონი ლარი; 13%
წარმოება (სხვა) 897 მილიონი ლარი; 13%
მძიმე მრეწველობა 796 მილიონი ლარი; -19%
ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა 770 მილიონი ლარი; 26%
ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები 739 მილიონი ლარი; 50%
მათ შორის: ექსპორტიორები 701 მილიონი ლარი; -3%
ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა 688 მილიონი ლარი; 13%
სხვა 353 მილიონი ლარი; 22%
ტელეკომუნიკაცია 316 მილიონი ლარი; 43%
ავტომობილების დილერები 281 მილიონი ლარი; 13%
საბითუმო ლომბარდი 254 მილიონი ლარი; 14%
ფარმაცევტიკა 186 მილიონი ლარი; 15%
ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები 119 მილიონი ლარი; 78%
სახელმწიფო ორგანიზაციები 38 მილიონი ლარი. -44%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები