მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელია 2022 წლის ინოვაციური ქალაქები?

61fcf3a42532a
თათია კაკიაშვილი
05.02.22 00:40
935
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალი ანგარიშის მიხედვით, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, მაინც შესაძლებელია ისეთი ქალაქების შერჩევა, რომლებსაც ყველაზე ძლიერი ინოვაციური ჰაბები აქვთ. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც გიგანტი კომპანიები გაფართოებაზე ფიქრისას საუკეთესო ლოკაციებად მსგავს ქალაქებს არჩევენ. აქტიური ეკონომიკური საქმიანობა თითოეული ასეთი ქალაქისთვის უძრავი ქონების კაპიტალს ქმნის.

ამ თვალსაზრისით, სან ფრანცისკო, ლონდონი და პეკინი დომინანტ პოზიციებს ინარჩუნებენ. თუმცა 2022 წლის რეიტინგის დიდი წილი აშშ-ის ქალაქებზე მოდის: სან ხოსე რჩება ინოვაციის მთავარ კერად, ხოლო ბოსტონი და ნიუ-იორკი განაგრძობენ კაპიტალის, კორპორაციებისა და ნიჭის მიზიდვას ცნობილ უნივერსიტეტებთან სიახლოვის გამო.

რაც შეეხება ევროპას, რეიტინგში სულ 15 ქალაქია წარმოდგენილი, მათგან განკუთრებულ პოზიციებს ლონდონი და პარიზი იკავებს. აზიური ქალაქებიდან კი სინგაპური პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ყველაზე მიმზიდველ ქალაქად რჩება.

ამასთან, წელს სეულმა და პეკინმა “ამომავალი ვარსკვლავ-ქალაქების” ნომინაციაც მოიპოვა; ხოლო შანხაი, ბერლინი და ტორონტო “ნიჭიერებისა და ინოვაციების ცენტრებად” დასახელდა. ანალოგიურად, გლობალური ინოვაციების რუკაზე თავის დამკვიდრება არ უჭირს თელ-ავივს და ბერლინს. აშშ-ის შედარებით პატარა ქალაქებს კი, მათ შორის ოსტინს და რალი-დურჰემს, ისეთი ნიშური სტატუსი ერგოთ, როგორიცაა “წარმოებაში მოწინავე ქალაქები”.

ინდოეთის და ჩინეთის ქალაქები - ბენგალურუ და გუანჯოუ - კი თავიანთ ინოვაციურ ეკოსისტემებს ზრდიან და მეტად ავითარებენ.

წლიდან წლამდე სხვადასხვა მიმართულებით ქალაქების აქტიური განვითარება ხელს უწყობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მცირე და საშუალო ბიზნესის აყვავებას, რაც ქალაქებს საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო მეტად ინოვაციურები გახდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები