საფონდო ბირჟა კომპანიისთვის დამატებითი კაპიტალის მოძიების ერთ-ერთი უებარი გზაა, რის გამოც, ყოველწლიურად, გლობალურ საფონდო ბირჟებზე ახალ-ახალი კომპანიები ჩნდება.
2023 წელს, მსოფლიოს გარშემო საფონდო ბირჟაზე 1326 კომპანია დაილისტა, რაც, თავის წილ, 187-ით, ანუ 12.35%-ით ნაკლებია, ვიდრე შარშან, რაც გასაგებიცაა, რადგან პანდემიის შედეგად კაპიტალს მოწყურებული კომპანიებისთვის, 2022 წელი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
გლობალურ საფონდო ბირჟებზე განხორციელებულ საჯარო განთავსებებს, ე.წ. IPO-ებს შორის ყველაზე გამორჩეული ნახევარგამტარების მწარმოებელ ბრიტანულ კომპანიას, ARM-ს უკავშირდება, რომელიც NASDAQ-ის ტექნოლოგიურ ბირჟაზე სექტემბერში დაილისტა - იმ დროს, კომპანიამ $5.22 მილიარდი მოიზიდა.
ეს გარიგება, სხვათა შორის, ამერიკულ საფონდო ბირჟაზე მომხდარი უდიდესი გარიგება იყო მას შემდეგ, რაც 2014 წელს ბირჟაზე ჩინური Alibaba დაილისტა.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.