მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არის Google Pixel 8 Pro-ში უფრო სუსტი პროცესორი, ვიდრე iPhone 15 Pro-სა და S23 Ultra-ში? – TECH INFORM

Pixel 8
სტატიაში საუბარია:

ცოტა ხნის წინ, Google-მა ახალი ფლაგმანური სმარტფონი - Pixel 8 Pro წარადგინა, რომლის ღირებულება 1,000 დოლარია და მან პირდაპირი კონკურენცია უნდა გაუწიოს Apple iPhone 15 Pro / Max-სა და Samsung Galaxy S23 Ultra-ს.

სამივე სმარტფონში ერთმანეთისგან განსხვავებული პროცესორია წარმოდგენილი:

Samsung-ის ფლაგმანი Qualcomm-ის წარმოების Snapdragon 8 Gen 2-ს იყენებს, რომელიც ამჟამად Android-ზე მომუშავე მოწყობილობებში წარმოდგენილი ყველაზე მძლავრი მიკროჩიპია. ეს 8-ბირთვიანი პროცესორი 4-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული და ყველა ძირითად პარამეტრში უმაღლეს შედეგებს აფიქსირებს.

Apple-ის ფლაგმანურ სმარტფონებში, iPhone 15 Pro-სა და 15 Pro Max-ში აბსოლუტურად განსხვავებული აგებულების მქონე პროცესორს, A17 Pro-ს ვხედავთ, რომელსაც თავად Apple-ი აწარმოებს და ის მხოლოდ 15 Pro სერიაშია ხელმისაწვდომი. ეს 6-ბირთვიანი პროცესორი 3-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული და თამამად შეიძლება ითქვას, რომ A17 Pro ისტორიაში ყველაზე მძლავრი მობილური ჩიპია. სულ მალე, A17 Pro-ს პერსონალურ კომპიუტერებსა და კონსოლებზე გათვლილი AAA თამაშების გაშვება შეეძლება, რაც ამ მოწყობილობის კოლოსალურ სიმძლავრეზე მიუთითებს.

Google-მა წელს Pixel 8 და 8 Pro საკუთარი წარმოების Tensor G3 სერიის პროცესორით აღჭურვა, რამაც საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. საქმე ისაა, რომ Tensor G3 ტექნიკურად გაცილებით უფრო სუსტი პროცესორია, ვიდრე Snapdragon 8 Gen 2 და Apple A17 Pro. რეალურად, ეს არის 4-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე აგებული, 9-ბირთვიანი პროცესორი, რომლის მთავარ ფოკუსს არა მაქსიმალური სიმძლავრის გამომუშავება, არამედ ხელოვნური ინტელექტის მართვა წარმოადგენს.

წელს Google-მა მთავარი აქცენტი საკუთარ სმარტფონში AI-მოწყობილობების ინტეგრაციაზე გააკეთა. შედეგად კი მივიღეთ ხელოვნური ინტელექტის ათვისების მიმართულებით ყველაზე ეფექტიანი მოწყობილობა, რომელიც ჩვეულებრივი დავალებების შესრულებისას არც ისე მძლავრია, როგორც კონკურენტები.

Tensor G3-ს წყალობით, Pixel 8 Pro-მ უნიკალური ფუნქციონალი მიიღო, რომლის მსგავსიც სმარტფონებში არასოდეს ყოფილა წარმოდგენილი. მაგალითად, Pixel 8 Pro-ს ფოტოდან ან ვიდეოდან ობიექტის წაშლა, გადაადგილება ან მისი გარეგნობის მოდიფიკაცია შეუძლია. მარტივად რომ ვთქვათ, ამ სმარტფონის კამერაში ავტომატური Photoshop-ია ჩაშენებული, რომელიც რეალობის რადიკალურად შეცვლის საშუალებას გაძლევთ.

ამ ფუნქციონალის მიღება შეუძლებელი იქნებოდა, თუკი Google-ი, კონკურენტების მსგავსად, Qualcomm-ს მიაშურებდა და მისგან Snapdragon 8 Gen 2-ს შეიძენდა.

ამჟამად Google-ს საპასუხისმგებლო მისია აკისრია: მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში მან საკუთარი წარმოების Tensor-ის ჩიპების სიმძლავრე დრამატულად უნდა გაზარდოს და ტექნიკური წარმადობით კონკურენტებს დაეწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, Apple-იცა და Qualcomm-იც Pixel-ს მორიგ წარუმატებელ ექსპერიმენტად აქცევენ, როგორიც Google-ს არაერთი ჰქონია.

თუკი Google-ი ტექნიკურ გამოწვევებთან გამკლავებას შეძლებს და ხელოვნური ინტელექტის მაგიასთან ერთად, Tensor-ის პროცესორები სიმძლავრესაც წარმოაჩენენ, მაშინ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი აუცილებლად შეძლებს სმარტფონების ბაზარზე თავისი წილის გაზრდას.

ზემოხსენებული მიკროჩიპებს შედარების მიზნით, გთავაზობთ NANOREVIEW-ს მიერ მომზადებულ რეიტინგს, რომელიც AnTuTu-ს, GeekBench-ის და 3DMark-ის ტესტებს ეყრდნობა:

პროცესორის სიმძლავრე (CPU Performance):
Apple A17 Pro – 98 
Qualcomm Snapdragon 8 Gen 2 – 94
Google Tensor G3 – 75

გრაფიკული სიმძლავრე (GPU Performance):
Apple A17 Pro – 99 
Qualcomm Snapdragon 8 Gen 2 – 100 
Google Tensor G3 – 90

ენერგოეფექტურობა (Battery Life): 
Apple A17 Pro – 98 
Qualcomm Snapdragon 8 Gen 2 – 94 
Google Tensor G3 – 92

საერთო ქულა (Total Score): 
Apple A17 Pro – 98 
Qualcomm Snapdragon 8 Gen 2 – 96  
Google Tensor G3 – 85

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები