მიკროჩიპების და ნახევარგამტარების გლობალური ინდუსტრია ყოველწლიურად მკვეთრად იზრდება. S&P Global-ის პროგნოზით, 2023 წლისთვის ინდუსტრიის საერთო შეფასება $1.5 ტრილიონს მიაღწევს, რაც ამჟამინდელ მონაცემებთან შედარებით თითქმის 200%-ით გაზრდილი მაჩვენებელი იქნება.
გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა და მსოფლიოს მასშტაბით გაუარესებული გეოპოლიტიკური და მაკროეკონომიკური ვითარების მიუხედავად, მიკროჩიპებისა და ნახევარგამტარების ინდუსტრიაში წარმოდგენილი კომპანიები წელს ნამდვილად შთამბეჭდავ შედეგებს აფიქსირებენ.
გთავაზობთ ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანიების აქციების შედეგებს ერთწლიან პერიოდში:
NVIDIA +290%, კაპიტალიზაცია: $1.12 ტრლნ;
BROADCOM +103%, კაპიტალიზაცია: $356 მლრდ;
AMD +82%, კაპიტალიზაცია: $170 მლრდ;
ASML +53%, კაპიტალიზაცია: $235 მლრდ;
TSMC +40%, კაპიტალიზაცია: $470 მლრდ;
INTEL +37%, კაპიტალიზაცია: $150 მლრდ.
დრამატულად, თითქმის 57%-ითაა გაზრდილი ნახევარგამტარების ინდუსტრიული ფონდის, iShares Semiconductor ETF-ის ღირებულებაც, რომელიც ამ ინდუსტრიაში წარმოდგენილ უმსხვილეს კომპანიებს აერთიანებს.
TBC Capital-ის ასოცირებული მკვლევარი, რატი კალანდარიშვილი აცხადებს, რომ ინდუსტრიის ზრდა, სავარაუდოდ, მომავალშიც გაგრძელდება, რადგან მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო მეტად იზრდება ელექტრონულ მოწყობილობებზე მოთხოვნა.
ცხადია, TECH INFORM-ში სტუმრობისას, კალანდარიშვილმა ამ ინდუსტრიაში ინვესტირების შესაძლებლობებზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, დამწყები ინვესტორებისთვის ყველაზე გონივრული ნაბიჯი ნახევარგამტარების ინდუსტრიულ ფონდში თანხის დაბანდება იქნება. iShares Semiconductor ETF-ის და ზემოხსენებული კომპანიების აქციების შეძენა TBC-ის ციფრულ ბანკში, საინვესტიციო განყოფილებაში, ყოველგვარი საკომისიოების გარეშეა შესაძლებელი.
გაითვალისწინეთ! ეს არ არის ფინანსური რჩევა. საინვესტიციო გადაწყვეტილება საკუთარი კვლევისა და ანალიზის საფუძველზე უნდა იქნეს მიღებული.