ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Microsoft-მა საკუთარი AI ჩიპის შექმნაზე დაიწყო მუშაობა, რომელიც სრულად იქნება მორგებული ხელოვნური ინტელექტის მოთხოვნებსა და საჭიროებებს.
როგორც წესი, Microsoft-ს საკუთარი ჩიპების წარმოება თავად არ სჩვევია, რადგან ამ მიმართულებით შედარებით სხვა სპეციალიზაციის მქონე კომპანიები, მაგალითად: Nvidia, Intel, ASML, AMD, TSMC, Qualcomm და Micron Technology დომინირებენ. ასეთი კონკურენციის მიუხედავად, Microsoft-ის ხელმძღვანელობამ საკმაოდ თამამი ნაბიჯი გადადგა და ბაზარზე არსებული ყველაზე მოთხოვნადი AI ჩიპის - Nvidia H100-ის კონკურენტის გამოშვება გადაწყვიტა, რომლის კოდური სახელწოდება „ათენა“ იქნება - ომის ქალღმერთი.
ამ გადაწყვეტილებით Microsoft-ს ხელოვნური ინტელექტების ომში სურს ჩართვა, სადაც გამარჯვების მოპოვება მომდევნო ათწლეულის უმთავრესი ამოცანა იქნება ნებისმიერი ტექნოლოგიური კომპანიისათვის.
ტექგიგანტების ეგზისტენციალური მიზნები დროებით გვერდზე რომ გადავდოთ, ნუ დაგვავიწყდება, რომ მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად ხელოვნურ ინტელექტს, ChatGPT-ს Microsoft-ის შვილობილი კომპანია OpenAI ფლობს, რომელსაც ChatGPT-ს გამოსაკვებად ყოველდღიურად სულ უფრო მეტი კომპიუტერული სიმძლავრე სჭირდება. დამატებითი სიმძლავრის შესაქმნელად AI ჩიპების რაოდენობის გაზრდაა საჭირო, კომპანია Nvidia კი H100 სერიის ჩიპების წარმოებას ამ სიჩქარით ფიზიკურად ვერ ახერხებს. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ H100-ების შეძენას სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებიც აქტიურად ცდილობენ, მათ შორის: Google, Meta, Amazon და X.
მარტივი მიზეზების გამო, Microsoft-ის ხელმძღვანელობას არ სურს, რომ კომპანიის ფლაგმანური პროექტი (AI) კონკურენტი კომპანიის, Nvidia-ს პროდუქციაზე იყოს დამოკიდებული.
საკუთარი AI ჩიპის შექმნით $2.5-ტრილიონიანი ტექნოლოგიური გიგანტი სამ რამეს მიიღებს: საკუთარ საჭიროებებზე მორგებული მძლავრ AI ჩიპს, ტექნოლოგიურ დამოუკიდებლობას და საკუთარი AI-ეკოსისტემის განვითარების შესაძლებლობას.
სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, Microsoft-მა საკუთარი AI ჩიპის შექმნა გადაწყვიტა.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.