მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნახევარგამტარების ინდუსტრია 2030 წლამდე 200%-ით გაიზრდება - TBC Capital

TBCxTECH

მიკროჩიპების და ნახევარგამტარების გლობალური ინდუსტრია მკვეთრ აღმასვლას განაგრძობს. წლიდან წლამდე მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო მეტად იზრდება ელექტრონულ მოწყობილობებზე მოთხოვნა, რაც ნახევარგამტარების გაყიდვებს ზრდის. მოგეხსენებათ, ჩიპებს ნებისმიერი სახის ელექტრონული მოწყობილობის წარმოებაში იყენებენ, იქნება ეს: ავტომობილი, კომპიუტერი, სმარტფონი, სარეცხის მანქანა, მაცივარი, კოსმოსური რაკეტა თუ საბრძოლო ტანკი.

TECH INFORM-ში სტუმრობისას, TBC Capital-ის ასოცირებულმა მკვლევარმა, რატი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ ინდუსტრია ამჟამად დაახლოებით 500 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, თუმცა, S&P Global-ის პროგნოზით, 2030 წლისთვის ნახევარგამტარების ინდუსტრიის შეფასება 1 ტრილიონ 500 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ანუ მომდევნო 7 წელიწადში საქმე გვექნება თითქმის 200%-იან ზრდასთან.

რატი კალანდარიშვილის განმარტებით, ამ დრამატული ზრდის განმაპირობებელი მთავარი მიზეზი მსოფლიოს მასშტაბით ჩიპებზე გაზრდილი მოთხოვნა იქნება, რომელსაც განსაკუთრებით აჩქარებს ელექტრიფიკაცია და ხელოვნური ინტელექტის განვითარება.

ნახევარგამტარებზე მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს SOXX-ის სიმბოლოთი ცნობილი ინდუსტრიული ფონდიც (iShares Semiconductor ETF), რომელიც ჩიპების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიებს აერთიანებს და მისი ღირებულება ერთ წელიწადში თითქმის 58%-ითაა გაზრდილი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ამ ინდუსტრიაში წარმოდგენილ ნებისმიერ კომპანიაში, ან თავად ზემოხსენებულ ფონდში ინვესტირება ახალ უკვე პირდაპირ TBC-ის ციფრული აპლიკაციითაა შესაძლებელი, რომელიც 9,000-მდე აქციასა და ფონდში ინვესტირების საშუალებას იძლევა, თანაც ყოველგვარი საკომისიოების გარეშე. 

ნახევარგამატრების გლობალურ ინდუსტრიასთან დაკავშირებით TBC Capital-ის მიერ მომზადებულ დეტალურ ანგარიშს გაეცანით აქ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები