გამოცემა World Best Cities-ი უახლოეს ანგარიშში 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქებს ასახელებს, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. გამოცემა რეიტინგს ადგილობრივი მოსახლეობის და ვიზიტორების მიერ სტატისტიკური მონაცემების და ხარისხობრივი შეფასებების კომბინაციის გამოყენებით, ექვს ძირითად კატეგორიად დაჯგუფებულ 24 სფეროში აქვეყნებს.
ამასთან, Bloomberg-ი World Best Cities-ის რეიტინგს უწოდებს „ამ ტიპის ყველაზე ყოვლისმომცველ კვლევას, რომელიც განსაზღვრავს იმ ქალაქებს, რომლებიც ყველაზე სასურველი საცხოვრებელი გარემოა ადგილობრივებისთვის, ვიზიტორებისთვის და ბიზნესმენებისთვის.“
World Best Cities 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქების რეიტინგში სულ 100 ქალაქს აერთიანებს, მათი ოცეული კი ასე გამოიყურება:
1. ლონდონი
2. პარიზი
3. ნიუ-იორკი
4. ტოკიო
5. დუბაი
6. ბარსელონა
7. რომი
8. მადრიდი
9. სინგაპური
10. ამსტერდამი
11. პრაღა
12. ლოს ანჯელესი
13. ჩიკაგო
14. სან ფრანცისკო
15. ბერლინი
16. ჰონგ კონგი
17. ვაშინგტონი
18. პეკინი
19. დუბლინი
20. სტამბოლი


























