მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელია მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი ტურისტული ქალაქები?

63cd372dc6d20
თამთა ჯიჯავაძე
23.01.23 00:10
3310
მოგზაურობის და ტურიზმის მსოფლიო საბჭომ (WTTC) ყველაზე შემოსავლიანი ტურისტული ქალაქების რეიტინგი გამოავლინა. როგორც სიიდან ირკვევა, 2022 წელს ტურისტულად ყველაზე ძლიერი და შემოსავლიანი ამ კუთხით საფრანგეთის დედაქალაქი - პარიზი იყო, რომელიც ცნობილია მოდით, ხელოვნებითა და სამზარეულოთი.

WTTC-მა, რომელიც ბრიტანეთში დაფუძნებული სამოგზაურო ინდუსტრიის წარმომადგენელი არაკომერციული ორგანიზაციაა, 2022 წლის ტურიზმის მონაცემები გააანალიზა, და დაითვალა, მოგზაურები გასულ წელს სად ხარჯავდნენ ყველაზე მეტ თანხას. ასევე, თუ რა წილს იკავებს მშპ-ში ტურიზმით დაგენერირებული თანხები. მათი მონაცემით, პარიზმა ტურიზმით 2022 წელს $36 მლრდ მიიღო.

თუმცა სრული რეიტინგი მხოლოდ ამის მიხედვით არ შეუდგენიათ, ანალიტიკოსებმა გაითვალისწინეს სხვა ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა მაგალითად თუ რამდენს ხარჯავს ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობა, ასევე ბიზნესი ქალაქების, როგორც ტურისტული მიმართულების განვითარებაში. ასე მაგალითად, პირველ ადგილზე გასული პარიზი 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება, რის გამოც, საჭირო ინფრასტრუქტურის დაახლოებით 5% ახალი იქნება, ამისთვის კი უამრავი თანხა იხარჯება. გარდა ამისა, ქალაქი უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხითაც ემზადება, რაც ასევე ფულადი რესურსის ინვესტირებას მოითხოვს.

რაც შეეხება TOP-ათეულში შემავალ დანარჩენ ქალაქებს, რეიტინგი მათ მიერ ტურიზმით დაგენერირებული თანხების მიხედვით, ასე გამოიყურება:

1. პარიზი, საფრანგეთი ($35.65 მლრდ)
2. პეკინი, ჩინეთი ($32.62 მლრდ)
3. ორლანდო, ფლორიდა, აშშ ($31.1 მლრდ)
4. შანხაი, ჩინეთი ( $29.69 მლრდ)
5. ლას-ვეგასი, ნევადა, აშშ ($22.99 მლრდ)
6. ნიუ-იორკი, აშშ ($21.09 მლრდ)
7. ტოკიო, იაპონია ($17.97 მლრდ)
8. მეხიკო, მექსიკა ( $16.76 მლრდ)
9. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი ($14.92 მლრდ)
10. გუანჯოუ, ჩინეთი ($13.15 მლრდ).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები