მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელია მსოფლიოში ყველაზე მოგებიანი კომპანია Forbes-ის მიხედვით

60a3c6b69172e
ნათია თაქთაქიშვილი
19.05.21 00:30
1277
ამერიკულმა Forbes-მა იმ კომპანიების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებმაც გასულ წელს პანდემიის მიუხედავად ყველაზე მეტი მოგება მიიღეს. ჩამონათვალის სათავეში ტექნოლოგიური კომპანიები Apple-ი და Microsoft-ია. Forbes-ი წერს, რომ Microsoft-მა განსაკუთრებული სარგებელი ნახა დისტანციურ მუშაობაზე გადასვლით, რადგან სოციალიზაცია ძირითადად ონლაინ ხდებოდა.

Forbes-ის მიხედვით, Apple-ის მოგებამ პანდემიურ წელში 63.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო Microsoft-მა - 51.3 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო.

მოგების მიხედვით, ნავთობგიგანტმა Saudi Armarco-მ მესამე ადგილზე გადაინაცვლა, რადგან პანდემიის გამო ნავთობსა და საწვავზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებული იყო. 2020-ში Saudi Armarco-ს მოგებამ 49.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ყველაზე მოგებიანი კომპანიების მე-7 ადგილს Google-ის მფლობელი Aphabet-ი იკავებს. კომპანიის მოგება გასულ წელს 17%-ზე მეტად გაიზარდა და 40.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ნაცვლად 34.3 მილიარდი აშშ დოლარისა.

2020 წლის მსოფლიოში ყველაზე მოგებიანი კომპანიების რეიტინგი:

1. Apple – 63.9 მილიარდი აშშ დოლარი
2. Microsoft – 51.3 მილიარდი აშშ დოლარი
3. Saudi Aramco – 49.3 მილიარდი აშშ დოლარი
4. ICBC – 45.8 მილიარდი აშშ დოლარი
5. Berkshire Hathaway – 42.5 მილიარდი აშშ დოლარი
6. JP Morgan Chase – 40.4 მილიარდი აშშ დოლარი
7. Alphabet – 40.3 მილიარდი აშშ დოლარი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები