ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში Netflix-ზე ფილმების ტოპ ათეული უკვე გამოიკვეთა. მომხმარებელმა წელს წელს ათობით სხვადასხვა ჟანრის ფილმი ნახა. Forbes-ის მიხედვით, Netflix–ის ყველაზე ნახვადი ფილმების ყოველწლიური რეიტინგი 2021 წელს ბევრად მრავალფეროვანი იქნება, ვიდრე 2020-ში იყო.
გარდა ამისა, წელს მაყურებელს უამრავი ფილმი ელის, მაგალითად, ჯო რაიტის „ქალი ფანჯარაში“ (რომლის პრემიერაც 12 მაისს შედგება) და ზაკ სნაიდერის „მკვდრების არმია“, რომელსაც Netfilx-ზე 21 მაისს ვიხილავთ. ეს ყოველივე კი იმას ნიშნავს, რომ 2021 წლის Netflix–ის რეიტინგში ბევრ ცვლილებას უნდა ველოდოთ.
თუმცა, ამჟამინდელი ინფორმაციით, საინტერესოა, რომელი ფილმები იყო ყველაზე პოპულარული წლის დასაწყისიდან დღემდე. იმის მიუხედავად, რომ ზუსტი სტატისტიკა ჯერჯერობით არ არსებობს, Forbes-ს მაინც აქვს ყოველდღიურად განახლებადი ტოპ ფილმების სია. ამ დროისთვის შემუშავებულია ქულაზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც ადგენს თითოეული ფილმის პოპულარობას Netflix პლატფორმაზე მათი ნახვების მიხედვით. ამრიგად, 13 მარტის მდგომარეობით, 2021 წლის Netflix–ის 25 ყველაზე პოპულარული ფილმების სია ასე გამოიყურება:
- „ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ გმირები“ - 353 ქულა
- „დიდად ვზრუნავ“ – 149 ქულა
- „ომის ძაღლები“ – 139 ქულა
- „იძებნება ‘ოჰანა“ - 138 ქულა
- „გაუჩინარებულები“ – 124 ქულა
- „ბიგფუტებისოჯახი“ - 123 ქულა
- „შინაური ცხოველების საიდუმლო ცხოვრება 2“ - 121 ქულა
- „ყველა ბიჭს: ყოველთვის და სამუდამოდ“ - 118 ქულა
- „სახლის ფრონტი“ - 115 ქულა
- „ისევ 17“ - 109 ქულა
- „მავრთულებს მიღმა“ - 109 ქულა
- „კარგი ბურგერი“ – 91 ქულა
- „უცნობი“ – 90 ქულა
- „მომდევნო 3 დღე“ – 88 ქულა
- „თხრა“ – 87 ქულა
- „მადაგასკარის პინგვინები“ – 83 ქულა
- „ყველაფერი ბენჟამინის შესახებ“ – 77 ქულა
- „ბნელი რაინდი“ - 75 ქულა
- „მოქსი“ - 73 ქულა
- „ტრენინგის დღე“ - 72 ქულა
- „წყევლა 2“ – 69 ქულა
- „ისევ აქ ვართ?“ – 66 ქულა
- „ნულს ქვემოთ“ – 66 ქულა
- „ყელგამოჭრილთა ქალაქი“ – 58 ქულა
- „ქალის ნაწილები“ – 58 ქულა.