მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელმა ევროპულმა ქვეყნებმა უთხრეს რუსებს ვიზაზე ყველაზე მეტი უარი/თანხმობა? – 2023 წლის სტატისტიკა

პასპორტი

2023 წელს რუსეთის მოქალაქეებმა შენგენის ვიზაზე ყველაზე მეტი უარი მალტიდან (უარის მაჩვენებელი 34.8%), ესტონეთიდან (31.7%), შვედეთიდან (29.6%), ავსტრიიდან (26.4%) და გერმანიიდან (20.5%) მიიღეს. ამის შესახებ RBC ევროკომისიის მონაცემების ანალიზის საფუძველზე წერს.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, შენგენის ვიზებზე განაცხადების რაოდენობით რუსეთი TOP 5-ეულში შედიოდა, ჩინეთთან, თურქეთთან, ინდოეთთან და მაროკოსთან ერთად.

მთლიანობაში, რუსებმა 520 ათასი სავიზო განაცხადი შეიტანეს (2022 წელს 687 ათასზე მეტი), საიდანაც წარუმატებლობის საერთო მაჩვენებელი 10.6% იყო - ოდნავ მეტი 2022 წლის მაჩვენებელზე (10.2%). შედარებით მკვეთრი ზრდაა 2019 წელთან შედარებით და რუსეთის მოქალაქეების სავიზო განაცხადებზე უარყოფითი გადაწყვეტილების მაჩვენებელი 13-ჯერაა გაზრდილი. ეს იმ ფონზე, რომ 5 წლის წინ, სხვა ქვეყნებთან შედარებით, რუსეთს უარის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 1.5% ჰქონდა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, 2022 წელს ევროკავშირმა რუსეთისთვის გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეაჩერა. ამასთან, შენგენის არაერთმა ქვეყანამ შეაჩერა ტურისტული ვიზების გაცემა რუსი განმცხადებლებისთვის.

რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებმაც გასულ წელს რუსებზე ყველაზე მეტი ვიზა გასცეს, ჩამონათვალშია: იტალია (134 ათასი ვიზა), საფრანგეთი (99.6 ათასი) და ესპანეთი (96.8 ათასი). სწორედ აღნიშნული ქვეყნების საკონსულოებს მიმართეს რუსებმა გასულ წელს ყველაზე მეტჯერ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები