მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელმა გუნდებმა დახარჯეს ყველაზე დიდი თანხები შემადგენლობის დასაკომპლექტებლად?

Cies Football Dictionary

საფეხბურთო კვლევითი ცენტრი CIES Football Observatory აქვეყნებს ინფორმაციას გუნდების ამჟამინდელ შემადგენლობებთან დაკავშირებით. კერძოდ თუ რომელმა კლუბებმა დახარჯეს ყველაზე მეტი თანხა შემადგენლობების დასაკომპლექტებლად.

ცნობილია, რომ ყველაზე დიდ თანხებს უკვე ტრადიციულად ინგლისის პრემიერ ლიგიდან ხარჯავენ, წლევანდელ შემთხვევაში რიცხვმა დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს მიაღწია, რითაც კიდევ უფრო გაიმყარეს ადგილი მსოფლიო ფეხბურთში.

ათეულში 7 გუნდი სწორედ ინგლისიდანაა, ერთი იტალიიდან, ერთი საფრანგეთიდან და ერთიც ესპანეთიდან.

10 ყველაზე ძვირად ღირებული შემადგენლობის მქონე კლუბის რეიტინგი ასე გამოიყურება:

10. იუვენტუსი - $626 მილიონი 28 ფეხბურთელში
9. ნიუკასლი - $683 მილიონი ევრო 26 ფეხბურთელში
8. რეალი - $720 მილიონი 18 ფეხბურთელში
7. ლივერპული - $735 მილიონი 16 ფეხბურთელში
6. პსჟ - $772 მილიონი 16 ფეხბურთელში
5. ტოტენჰემი - $787 მილიონი 21 ფეხბურთელში
4. არსენალი - $798 მილიონი 21 ფეხბურთელში
3. მანჩესტერ სიტი - $1,017 მილიარდი 18 ფეხბურთელში
2. მანჩესტერ იუნაიტედი - $1,038 მილიარდი 20 ფეხბურთელში
1. ჩელსი - $1,263 მილიარდი 25 ფეხბურთელში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები