შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, პროგრამის ფარგლებში ყველაზე მეტ - 6 ტენდერში კომპანია “საბა კონსტრაქშენმა” გაიმარჯვა, რომელსაც 120 მილიონი ლარის ხელშეკრულებები გაუფორმდა. 5 ტენდერში გაიმარჯვა კომპანია “დაგიმ”, რომელსაც 100 მილიონი ლარის ხელშეკრულებები გაუფორმდა. 1 ტენდერში გაიმარჯვა კომპანია “აღმაშენებელი ქუთაისმა”, ასევე 1 ტენდერში გაიმარჯვა “არპიჯი ჯგუფმა”.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, ამ ტენდერებში უკვე გამარჯვებულები არიან გამოვლენილი. უფრო დეტალურად:
- ტენდერში Design-Build მეთოდით, სარეაბილიტაციო ობიექტებისათვის მესტიის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ფოთის ლოკაციები ღირებულებით 20,000,000 ლარი გაიმარჯვა კომპანია “დაგიმ”.
- ტენდერში Design-Build მეთოდით, სარეაბილიტაციო ობიექტებისათვის ხობის, სენაკის, აბაშის, ზუგდიდის ლოკაციები ღირებულებით 20,000,000 ლარი გაიმარჯვა კომპანია “დაგიმ”.
- ტენდერში Design-Build მეთოდით, სარეაბილიტაციო ობიექტებისათვის სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის ლოკაციები ღირებულებით 20,000,000 ლარი გაიმარჯვა კომპანია “დაგიმ”.
- ტენდერში Design-Build მეთოდით, სარეაბილიტაციო ობიექტებისათვის თერჯოლის, ქუთაისის, ვანის ლოკაციები ლოკაციები ღირებულებით 20,000,000 ლარი გაიმარჯვა კომპანია “დაგიმ”.
- ტენდერში Design-Build მეთოდით, სარეაბილიტაციო ობიექტებისათვის ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ხულოს, ქედას ლოკაციები ღირებულებით 20,000,000 ლარი გაიმარჯვა კომპანია “საბა კონსტრაქშენმა”.
- ტენდერში Design-Build მეთოდით, სარეაბილიტაციო ობიექტებისათვის ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის ლოკაციები ღირებულებით 20,000,000 ლარი გაიმარჯვა კომპანია “შპს აღმაშენებელი ქუთაისმა”.
- ტენდერში Design-Build მეთოდით, სარეაბილიტაციო ობიექტებისათვის ლენტეხის,ონის,ცაგერის,ამბროლაურის,ტყიბულის ლოკაციები ღირებულებით 20,000,000 ლარი გაიმარჯვა კომპანია “საბა კონსტრაქშენმა”.
- ტენდერში Design-Build მეთოდით, სარეაბილიტაციო ობიექტებისათვის ნინოწმინდის, თეთრიწყაროს, წალკის, რუსთავის ლოკაციები ღირებულებით 20,000,000 ლარი გაიმარჯვა კომპანია “საბა კონსტრაქშენმა”.
- ტენდერში Design-Build მეთოდით, სარეაბილიტაციო ობიექტებისათვის ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის ლოკაციები ღირებულებით 20,000,000 ლარი გაიმარჯვა კომპანია “საბა კონსტრაქშენმა”.
- ტენდერში Design-Build მეთოდით, სარეაბილიტაციო ობიექტებისათვის ხაშურის, ბორჯომის, ქარელის, კასპის ლოკაციები ღირებულებით 20,000,000 ლარი გაიმარჯვა კომპანია “საბა კონსტრაქშენმა”.
- ტენდერში Design-Build მეთოდით, სარეაბილიტაციო ობიექტებისათვის დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, გორის ლოკაციები ღირებულებით 20,000,000 ლარი გაიმარჯვა კომპანია “საბა კონსტრაქშენმა”.
- ტენდერში Design-Build მეთოდით, სარეაბილიტაციო ობიექტებისათვის ახმეტას, თელავის, ყვარელის, ლაგოდეხის ლოკაციები ღირებულებით 20,000,000 ლარი გაიმარჯვა კომპანია “დაგიმ”.
- ტენდერში Design-Build მეთოდით, სარეაბილიტაციო ობიექტებისათვის საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს ლოკაციები ღირებულებით 20,000,000 ლარი გაიმარჯვა კომპანია “ამხანაგობა არპიჯი ჯგუფმა” ამჟამად მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება.
- ტენდერში Design-Build მეთოდით, სარეაბილიტაციო ობიექტებისათვის მარნეულის, გარდაბანის, დმანისის, ბოლნისის ლოკაციები ღირებულებით 20,000,000 ლარი მიმდინარეობს გამარჯვებულის შერჩევის პროცედურა.
- ტენდერში Design-Build მეთოდით, სარეაბილიტაციო ობიექტებისათვის საჩხერეს, ჭიათურას, ხარაგაულის, ზესტაფონის, ბაღდათის ლოკაციები ღირებულებით 20,000,000 ლარი მიმდინარეობს გამარჯვებულის შერჩევა.
რა არის "განახლებული რეგიონების" პროგრამა?
2021 წლის აპრილში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხალი პროგრამა “განახლებული რეგიონები” წარადგინა, რომელიც ოთხ წელზეა გათვლილი. მის ფარგლებში ქვეყნის 64 მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პროექტი უნდა განხორციელდეს, მოეწყოს სკვერები, სპორტული მოედნები, შეიქმნას ურბანული ინფრასტრუქტურა. მთავრობის მხრიდან წელს მსგავსი შინაარსის პროექტის წარდგენა სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება.
იმის მიუხედავად, რომ პროგრამით მთლიანობაში ნახევარი მილიარდი ლარის დახარჯვა იგეგმება, მის შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტში ერთი სიტყვაც არ წერია. პროგრამის ბიუჯეტის შესახებ არსებობს მხოლოდ მთავრობის დადგენილება, რომელიც ინფრასტრუქტურის და ფინანსთა სამინისტროებს ბიუჯეტიდან შესაბამისი რესურსების მობილიზებას ავალებს.