მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელმა კომპანიებმა მოიზიდეს ყველაზე მეტი სადაზღვევო პრემია - რეიტინგი

დაზღვევა

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 9 თვეში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 098 მილიონი ლარი.

სადაზღვევო კომპანიებიდან ყველაზე მეტი პრემია 196 მლნ ლარის ჯიპია ჰოლდინგმა მოიზიდა, მას მცირედით ჩამორჩება თიბისი დაზღვევა 195 მლნ ლარის მოზიდული პრემიით, მესამე ადგილს ალდაგი იკავებს 176 მლნ ლარის მოზიდული პრემიით, მეოთხე ადგილზე იმედი L-ია 107 მლნ ლარის მოზიდული პრემიით, ხოლო მეხუთე ადგილს არდი იკავებს 78 მლნ ლარით.

ამავე პერიოდში მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 272 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 113 მილიონი ლარი. 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 2 მლნ ლარით არის შემცირებული.

ანგარიშის თანახმად, 2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით ჯამში რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

ყველაზე მეტი პრემია სადაზღვევო კომპანიებმა ტრადიციულად სამედიცინო დაზღვევაში მოიზიდეს 478 მლნ ლარი (11.6%-იანი ზრდა); მეორე ადგილზეა ავტოდაზღვევა 226.6 მლნ ლარის მოზიდული პრემიით (18%-იანი ზრდა); ქონების დაზღვევაში წელს 9 თვეში 128.4 მლნ ლარის პრემია იქნა მოზიდული (15%-იანი ზრდა).

სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაში ყველაზე მეტი პრემია 118.9 მლნ ლარი ჯიპია ჰოლდინგმა მოიზიდა, შემდეგ მოდის იმედი L 91.3 ლარის მოზიდული პრემიით, სამედიცინო დაზღვევაში არდის მიერ მოზიდულმა პრემიამ 66.8 მლნ ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ავტოტრანსპორტის დაზღვევას, აქ თიბისი დაზღვევა ლიდერობს 60.1 მლნ ლარის მოზიდული პრემიით, მეორეზეა ალდაგი 51.8 მლნ ლარის მოზიდული პრემიით, ხოლო მესამე ადგილს ჯიპიაი ჰოლდინგი იკავებს 32.1 მლნ ლარის მოზიდული პრემიით.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს კერძო სამედიცინო დაზღვევით, ხოლო ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიების მხოლოდ 8%-ია დაზღვეული.

2025 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებულმა ზარალმა პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 551 მლნ ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები