მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელმა სამინისტროებმა გააუარესეს საჯარო ინფორმაციის გაცემის მაჩვენებელი? - კვლევა

640ee62748588
ინგა მურუსიძე
13.03.23 14:40
623
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც აღნიშნულია საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობა 2022 წლის მონაცემებით. ანგარიში ასევე მოიცავს 2010-2022 წლებში საჯარო ინფორმაციის გაცემის ტენდენციების ანალიზს და საჯარო დაწესებულებათა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგებს.

ცალკე გამოყოფას იმსახურებს სამინისტროების საკითხი. ორგანიზაციის კვლევით, 2022 წელს 69 დაწესებულება (მათ შორის 49 სამინისტროებს დაქვემდებარებული უწყებაა) აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც IDFI-ის ყველა განცხადება უპასუხოდ დატოვა.

- 2022 წელს დაწესებულებათა კატეგორიების მიხედვით, პროცენტულად, ყველაზე მეტი მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს ან უარი განაცხადეს ინფორმაციის მოწოდებაზე სახელმწიფო შპს-ებმა და ა(ა)იპ-ებმა (90% უპასუხო, უარი); ასევე, სამინისტროებს დაქვემდებარებულმა უწყებებმა (83% უპასუხო, უარი) და ცენტრალურმა საჯარო დაწესებულებებმა (66% უპასუხო, უარი);

- სრულყოფილი პასუხების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (69% სრულყოფილი) დაფიქსირდა საჯარო დაწესებულებათა ჯგუფში, რომელიც აერთიანებს: აჭარის ა/რ-ის მთავრობასა და სამინისტროებს, აგრეთვე აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობასა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას.

- 2022 წელს საჯარო ინფორმაცია სრულყოფილი სახით და 10 დღიანი ვადის დაცვით მხოლოდ 9 საჯარო დაწესებულებამ გასცა (მათ შორის, საჯარო სამსახურის ბიურომ, სახალხო დამცველის აპარატმა, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ);

- 2022 წელს 69 დაწესებულება (მათ შორის 49 სამინისტროებს დაქვემდებარებული უწყებაა) აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც IDFI-ის ყველა განცხადება უპასუხოდ დატოვა;

- 2022 წელს 130 საჯარო დაწესებულების ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 50%-ზე ნაკლებია;

- ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მიიღო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ (95,36%) და საქართველოს პარლამენტის აპარატმა -(85,39%); საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მაჩვენებელმა მხოლოდ 18,31% შეადგინა.

- 2022 წელს, IDFI-ს სტანდარტული შინაარსის მოთხოვნები ყველა სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა, შედეგად, სამინისტროების მაჩვენებელი მხოლოდ 0%-დან 40%-მდე მერყეობს. მათ შორის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო (0%);

- 2022 წელს ყველა სამინისტრომ, წინა წელთან შედარებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გააუარესა. მათ შორის, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (-88%), რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (- 84%), ჯანდაცვის სამინისტრო (-66%);

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები