მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომის პაპი ფრანცისკე საავადმყოფოდან გაწერეს

ფრანცისკე

რომის პაპი ფრანცისკე დაახლოებით ხუთ კვირის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, რომის პაპი პირველად გამოვიდა საჯაროდ და საავადმყოფოს აივნიდან ხალხს მიესალმა. პაპმა ფრანცისკემ მიმართა შეკრებილ მრევლს და მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

რომის პაპი, 88 წლის ფრანცისკე, 14 თებერვლიდან რომის „ჯემელის“ საავადმყოფოში იმყოფება სუნთქვითი ინფექციის გართულების გამო, მათ შორის ორმხრივი პნევმონიისა და ასთმური ბრონქიტის დიაგნოზით.

2013 წლის შემდეგ, როდესაც ფრანცისკე რომის პაპად აკურთხეს, ეს მისთვის საავადმყოფოში რიგით მეოთხე და ყველაზე ხანგრძლივი ვიზიტია. პაპ ფრანცისკეს ახალგაზრდა ასაკში ჩაუტარდა ფილტვების ოპერაციაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები