მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რომპეტროლი" კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

რომპეტროლი საწვავი

"რომპეტროლი" კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ კანონის ფარგლებში დარღვეულ უფლებებს აღიდგენს.

როგორც bm.ge-სთან კომპანია განმარტავს, მან უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ პატივს სცემს თავის მომხმარებელს.

"“რომპეტროლ საქართველოსთვის“ ცნობილია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული მოკვლევის თაობაზე. კანონის ფარგლებში განვახორციელებთ დარღვეული უფლებების აღდგენას.

„რომპეტროლ საქართველო“ საქმიანობას ახორციელებს კონკურენციის პოლიტიკის დაცვით, და კომპანიამ თავისი თითქმის 20-წლიანი მუშაობის მანძილზე საქართველოში არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის პატივს სცემს თავის ყველა მომხმარებელს, და ასევე, იცავს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ წესებსა და რეგულაციებს", - წერია კომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საავტომობილო საწვავის ბაზარზე, ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ წარმოებული მოკვლევა დაასრულა, რომლის თანახმადაც დადასტურდა - შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ და შპს ,,რომპეტროლ საქართველოს“ მიერ  „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა.

შედეგად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთ ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი ფინანსური სანქცია - ჯამში, 4 მილიონ ლარამდე დაეკისრა. მათგან, მხოლოდ "რომპეტროლს" 987 886 ლარის ჯარიმა აქვს დაკისრებული.

კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება კომპანიებს შეუძლიათ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში. 

"ვისოლმა" უკვე განაცხადა, რომ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები