მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რონალდო “რეალ ვალიადოლიდის” საკუთარი წილის გაყიდვას დათანხმდა

რონალდო და რეალ ვალიადოლიდი

ლეგენდარულმა ვეტერანმა თავდამსხმელმა რონალდომ თანხმობა განაცხადა ესპანურ კლუბ “რეალ ვალიადოლიდში“ თავისი წილის გაყიდვაზე, თუმცა გარიგება ჯერ ესპანეთის მთავრობის სპორტის უმაღლესი საბჭოს (CSD) მიერ დადასტურებული არ არის.

ბიზნესმენ გაბრიელ სოლარესის ხელმძღვანელობით არსებული კონსორციუმი Ignite, რომლის შემადგენლობაშიც ინვესტორები აშშ-დან და მექსიკიდან შედიან, შეუთანხმდნენ რონალდოს უმრავლესი წილის შესყიდვაზე, რომლის გუნდიც ამ სეზონში ლა ლიგიდან გავარდა.

სოლარესი ადრე მექსიკურ კლუბ “კერეტაროს“ პრეზიდენტი იყო, მაგრამ მას კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრებთან ერთად 2022 წელს მექსიკის ლიგამ (Liga MX) ხუთწლიანი აკრძალვა დაუწესა. როგორც ESPN-მა მაშინ განაცხადა, აკრძალვები “კერეტაროსა” და სტუმრად მყოფ “ატლასს” შორის მატჩში ფანების ძალადობას უკავშირდებოდა, რაც ესტადიო კორეგიდორაზე 26 დაშავებულით დასრულდა.

თელ-ავივში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი Ben Oldman Partners ასევე ჩართულია გარიგებაში — ის მიიღებს რონალდოს ამჟამინდელი 88%-იანი წილის ნაწილს.

სოლარესმა დასძინა, რომ ის შეეცდება, “ვალიადოლიდის” ახალი ხელმძღვანელობით საბჭოში ადგილობრივი წარმომადგენლები შეიყვანოს: „ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ქალაქს და შემოვიკრიბოთ ის ადამიანები, რომლებიც ამ რეგიონს კარგად იცნობენ,“ - განაცხადა სოლარესმა.

რონალდოს დრო “ვალიადოლიდის“ ხელმძღვანელობაში რთული იყო. კლუბი ლა ლიგიდან 2021, 2023 და 2025 წლებში გავარდა, თუმცა 2022 და 2024 წლებში კვლავ დაწინაურდა.

შეგახსენებთ, რომ 48 წლის ყოფილი ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი, რომელიც ლა ლიგაში “ბარსელონასა“ და მადრიდის “რეალში“ თამაშობდა, “ვალიადოლიდის“ უმრავლესობის მფლობელი 2018 წლის სექტემბერში გახდა, როცა კლუბის 51 პროცენტიანი წილი შეიძინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები