მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Rooms Batumi 2023 წელს გაიხსნება - „აჭარა ჯგუფის” დირექტორი

633007b99f606
მარიამ ვარადაშვილი
25.09.22 12:49
4127
“აჭარა ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი ოთარ ბერიშვილი აცხადებს, რომ ბათუმში "რუმსის" ბრენდის სასტუმრო 2023 წლის გაზაფხულზე გაიხსნება.

“აქტიურად ვაგრძელებთ Batumi Rooms-ის განვითარებას. ბევრი წელი ამ პროექტს ვავითარდებდით და გახსნა საკმაოდ ბევრჯერ გადაიდო, თუმცა ახლა დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2023 წლის გაზაფხულზე გაიხსნება. ასევე, აბასთუმანში ძალიან საინტერესო შენობის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. ეს არის ყოფილი სანატორიუმი “არაზინდო”, რომელსაც 2024 წელს 100 წლის იუბილე ექნება და ახალი ბრენდის ქვეშ გავხნით ამ სასტუმროს.

ქუთაისში ძალიან დიდი შესაძლებლობაა. აქ ერთ-ერთ შენობას ვავითარებთ. ეს არის ყოფილი საგრენაჟო ქარხნა, რომლის რეკონსტრუქციაც მიმდინარეობს, რაშიც აუცილებლად განთავსდება პატარა სასტუმრო, თუმცა ჯერჯერობით ბრენდზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ეს აუცილებლად იქნება საშუალო ზომის სასტუმრო. ასევე მოეწყობა საერთო სამუშაო და საფესტივალო სივრცეები”,-აცხადებს ბერიშვილი.

„აჭარა ჯგუფის”ინფორმაციით, სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 20 მლნ დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები