მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Rooms Hotel-ის ბონდების გამოშვება შემოდგომისთვის გვინდა - ვალერი ჩეხერია

რუმს ჰოტელ

Rooms Hotel-ის ბონდების გამოშვება შემოდგომისთვის გეგმავს. ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და იაფ ფულზე წვდომის მიზნებსა და გეგმებზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ #რედაქტ2-ში ისაუბრა.

Rooms Hotel 25 მლნ დოლარის ღირებულების ბონდების გამოშვებაზე საინვესტიციო ბანკებთან Galt & Taggart-თან და TBC Capital-თან და ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობს. ვალერი ჩეხერია ამბობს, რომ კომპანიაში ობლიგაციების გამოშვებისთვის ეკონომიკური გარემოს დასტაბილურებას ელიან.

“ჩვენ აუცილებალად გვინდა ბონდების გამოშვება. ამას კარგი ეკონომიკურად სტაბილური გარემო სჭირდება. დაველოდებით ბანკებიდან რეკომენდაციას როდის იქნება ბონდების გამოშვებისთვის ყველაზე კარგი დრო. ვმუშობთ Galt & Taggart-თან და TBC Capital-თან. გვინდა, გამოვუშვათ ბონდები, მივიღოთ წვდომა უფრო იაფ ფულზე და დავგეგმოთ ახალი პროექტები, რომელშიც აუცილებლად მოიაზრება ქვეყნიდან გასვლაც. ჯერჯერობით ვერ გეტყვით რომელ ქალაქში, მაგრამ გვინდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ პირველი Rooms ევროპაში გავხსნათ.

ბონდების გამოშვება შემოდგომისთვის გვინდა. ვმუშაობთ 25 მლნ დოლარის ღირებულების ობლიგაციებზე. ასევე რამდენიმე მიმართულებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ვმუშაობთ, რომლებიც არიან დღესაც ვესაუბრებით EBRD-ს, IFC-ის და ADB-ის, რომ ისინი ჩვენი ბონდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემსყიდველები იყვნენ, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ამ თანხით წავიდეთ და ბრენდი მათ შორის ევროპულ ბაზარზე განვავითაროთ”, - განმარტა ვალერი ჩეხერიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები