მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ROSNEFT-ის დირექტორის, იგორ სეჩინის ვაჟი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა

სეჩინი

უმსხვილესი რუსული ენერგეტიკული კომპანიის, Rosneft-ის გენერალური დირექტორის, იგორ სეჩინის 35 წლის ვაჟი, ივან სეჩინი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქის შვილის დაღუპვის ამბავი საზოგადოებისათვის გუშინ გახდა ცნობილი, მაშინ როცა, ის 5 თებერვალს დაიღუპა და ამ ამბის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ ოჯახს არ გაუვრცელებია. უფრო მეტიც, მისი დაღუპვის ამბავი ქონებათა რეესტრიდან გაირკვა, სადაც სეჩინის ანდერძში კორექცია შევიდა.

როგორც ირკვევა, ივან სეჩინი გაურკვეველ ვითარებაში თავის ოთახში დაიღუპა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად 35 წლის მამაკაცს თრომბის დაგროვება ჩაუწერეს.

კრიტიკოსების შეფასებით, სეჩინის გარდაცვალების ამბავი საეჭვო ნიშნებს შეიცავს, რადგან ახალგაზრდა მამაკაცი არც ჯანმრთელობის პრობლემებს უჩიოდა და მისი დაღუპვის ამბავიც ოჯახის მხრიდან საეჭვოდ იქნა დამალული.

63 წლის იგორ სეჩინს პუტინის მარჯვენა ხელად მოიხსენიებენ და ის არაოფიციალური მილიარდერია. გარდა ამისა, სეჩინი დასავლეთის მიერ სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია მოხვედრილი, როგორც კრემლთან მჭიდროდ დაახლოებული პირი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები