მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როტერდამის პორტიდან სამოქალაქო გემები გაჰყავთ - რისთვის ემზადება NATO?

გემები
BM. GE
08.07.25 21:00
800

თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის დაანონსებისა და რუსეთის სტრატეგიულ საფრთხედ გამოცხადების ფონზე, NATO საბრძოლო წვრთნებისთვის ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, როტერდამის პორტიდან სამოქალაქო გემების დიდი რაოდენობა გაიყვანეს.

როგორც ცნობილია, ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციას რუსეთთან შესაძლო ომს სერიოზულად განიხილავს. ნიდერლანდური პორტი კი, სავარაუდოდ, ლოგისტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დასაყრდენი იქნება.

ანალიტიკოსების შეფასებით, NATO-ს სამხედრო სტრატეგებს იმის დადგენა სურთ, რამდენად მოხერხდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ინტეგრირება სამხედრო ოპერაციებში. მიმდინარე წვრთნები როტერდამის პორტის ლოგისტიკური შესაძლებლობების დაზუსტებას და სამხედრო ხომალდების ნავსადგურში შეყვანას ითვალისწინებს.

უკვე ყველასთვის ცხადია, რომ უკრაინის ომამდე არსებული ევროპული უსაფრთხოების სტრატეგია წარსულს სრულად ჩაბარდა. NATO-ს წევრი ქვეყნები ყველა შესაძლო სცენარზე მუშაობენ და საკუთარ სამხედრო, ლოგისტიკურ თუ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს აუმჯობესებენ, რათა მომავალ საფრთხეებს მზად შეხვდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები