როტერდამში პირველი ქართული რესტორანი „გობი“ გაისხნა. როგორც რესტორნის თანადამფუძნებელმა ანი მაჭარაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „ქალების ნარატივში“ განაცხადა, პირველი ქართული რესტორანი როტერდამში, ადგილობრივებსა და ვიზიტორებს ავთენტიკურ ქართულ სამზარეულოს სთავაზობს და ჯამში, 50-მდე ადამიანის მასპინძლობა შეუძლია.
„ჩვენი მიზანია, როტერდამს ქართული გემოები გავაცნოთ. ჰოლანდიელ სტუმრებს განსაკუთრებულად მოსწონთ ნიგვზიანი ბადრიჯანი, ლობიო და ფხალი, რომელიც მათთვის სიახლეა“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, გამოწვევას ადგილობრივი პროდუქციის სპეციფიკა და ინგრედიენტების მოძიება წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, გარკვეული პროდუქცია პოლონეთიდან შემოდის, მათ შორის ქართული ლიმონათებიც. სამომავლოდ, რესტორანი იმერული ყველის და სულგუნის წარმოებას თავად გეგმავს.
„გობი“-ში ამ დროისთვის 10 ადამიანი მუშაობს, სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები. სამომავლო გეგმებში კი ბრენდის გაფართოებაა. კერძოდ, Goby Express-ის, ქართული ე.წ სტრიტფუდის ფორმატის შექმნა.




























