მიხეილ როთისნაირი პოლიტიკოსები არიან საჩუქარი წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი გუნდისთვის,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოში გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის ვიზიტთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ, კობახიძემ აღნიშნა, რომ როთის რეპუტაციიდან გამომდინარე, მისი ვიზიტი "ოცნების" საარჩევნო პოზიციებითვის კარგია.
„თქვენ იცით, როგორია ამ კაცის რეპუტაცია, შესაბამისად, რაც მეტი ასეთი პოლიტიკოსი ჩამოვა საქართველოში, მით უკეთესი მმართველი გუნდისთვის და მისი საარჩევნო პოზიციებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




























