ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშები 2012 წლის შემდეგ აღარ ქვეყნდება. აღნიშნული დოკუმენტები საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომი აღარ არის, რაც ჯანდაცვის სპეციალისტებს ანალიტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის შეფასების შესაძლებლობას მისცემს.
საკითხზე გადაცემა რედაქტ2-თან ინტერვიუში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტმა ქეთი ჩხატარაშვილმა ისაუბრა.
"2012 წლამდე ქვეყანა ღიად აქვეყნებდა 2 მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც საშუალებას იძლეოდა ციფრებზე და ფაქტებზე დაყრდნობით გვემსჯელა, რთულია თქმა, საით მიდის ჯანდაცვის სისტემა. ერთი იყო ეროვნული ანგარიში, სადაც სამედიცინო სტატისტიკის საფუძველზე საკმაოდ დეტალურად იყო განხილული ბევრი მიმართულება და ასევე ციფრებში იყო მოყვანილი საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმ კონკრეტული წლისთვის. ეს დოკუმენტი გვაძლევდა საშუალებას გვესაუბრა იმაზე, რამდენად სწორად არის მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე არსებული ჯანდაცვის სისტემა.
მეორე დოკუმენტი იყო ე.წ ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშები, რომელიც უკვე ფინანსურ ნაწილს უყურებდა, [ჯიბიდან გადახდების შესახებ] ინფორმაციას იძლეოდა ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშები. როცა ეს ორი დოკუმენტი ქვეყანაში ხელმისაწვდომი არ არის, კეთდება არ კეთდება მეორე საკითხია, მაგრამ ხელმისაწვდომი არ არის, რთულია მსჯელობა იმაზე, სად მიდის ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა, რა მდგომარეობაშია. მხოლოდ სუბიექტური მონაცემი იქნება, თუ ქვეყანაში არ ტარდება კლასიკური ჯანდაცვის სისტემის შეფასება, რასაც ჯანმო სტანდარტული ინსტრუმენტებით აკეთებს და რაც სხვათა შორის საქართველოშიც კეთდებოდა 2012 წლამდე.
მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ნიდერლანდებს და კორეას გავასწრებთ, მაგრამ რაც შეეხება ინფრასტრუქტურას და ექიმების კომპეტენციას, ის აპარატურა და ტექნოლოგიები რაც საქართველოში ხელმისაწვდომია, ერთ სულ მოსახლეზე გათვლით ევროპაში ერთ-ერთ მაღალი რეიტინგითაა შეფასებული ჯანმოს, მიერ რომელმაც ცოტა ხნის წინ გააკეთა ტექნოლოგიების შეფასება ევროპის რეგიონში.
ასევე ქვეყანაში, სადაც ექიმი უფრო მეტია, ვიდრე ექთანი სისტემაში იმ სისტემის ეფექტურობაზე საუბარი რთული საკითხია, როგორც მომსახურების ხარისხი. მომსახურების ხარისხი მარტო დიაგნოზის სწორი დასმა და მკურნალობის სწორი დანიშვნა არ არის. მარტივად რომ ვთქვათ უმრავლესობას ქირურგებს პრობლემა აქვთ ოპერაციის შემდგომი მდგომარეობის მართვის, იმიტომ კი არა რომ ქირურგი ვერ მართავს, იმიტომ რომ საშუალო მედპერსონალი არ არის საკმარისი რაოდენობით კლინიკაში, რომ პაციენტი სრულყოფილად და სწორად მართოს.
როცა ხარისხზეა საუბარი, ეს უფრო პრობლემატურად მიმაჩნია, ვიდრე ექიმების კვალიფიკაცია",-აცხადებს ქეთი ჩხატარაშვილი.




























