იტალიაში, კერძოდ ფლორენციაში აეროპორტის გამორჩეული პროექტი ხორციელდება. აეროპორტის სახურავზე 7 ჰექტარზე, ვენახი გაშენდება. ამ იდეის მიზანი კი ღვინის პოპულარიზაცია იქნება. აეროპორტთანვე განთავსდება ქარხანა, სადაც ღვინის წარმოშობის პროცესი წარიმართება. გეგმის მიხედვით, ინფრასტრუქტურა ტურისტებს ღვინის წარმოების სრული ციკლის ნახვის საშუალებასაც მისცემს. აღსანიშნავია, რომ ევროპაში ეს პირველი აეროპორტია, რომლის სახურავზეც ვენახი გაშენდება. რას გულისხმობს პროექტის დეტალები და როდის არის მისი განხორციელება დაგეგმილი?