მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როცა ოკეანის გადაღმაც შეგიძლია მართო ბიზნესი - ნამუს დამფუძნებელი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკზე

საქბანკი
26.04.24 17:37
273
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკი ყოველთვის აქტიურად ცდილობს მხარი დაუჭიროს ბიზნესებსა და სტარტაპებს. გარდა სხვადასხვა წამახალისებელი პროექტისა, ბანკი ბიზნესებისთვის ქმნის დახვეწილ ციფრულ პლატფორმებს, რომლებიც ყოველდღიურ ფინანსურ პროცედურებს ამარტივებენ. მხოლოდ ერთი აპლიკაციის საშუალებით სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ შეამოწმოთ ანგარიშზე არსებული ნაშთი, ჩაურიცხოთ თანამშრომლებს ხელფასი, გადაიხადოთ კომუნალურები, შეამოწმოთ ჩარიცხვების დეტალები და სხვა.

ბიზნეს მობილბანკთან ურთიერთობის გამოცდილება ანა ტიკარაძემ გაგვიზიარა. ანა კომპანია „ნამუს“ დამფუძნებელია. „ნამუ“ აერთიანებს ვეგანურ კაფეს, მცენარეულ კაფე-მაღაზიასა და კომბუჩას საწარმო “ნამუ ლაბს”, ასევე პოდკასტს “სულის სამზარეულო”. „ნამუს“ სხვა კაფეებისგან სწორედ კონცეფცია და სიჯანსაღე გამოარჩევს, ყველაფერი მზადდება მცენარეული, ცოცხალი ინგრედიენტებით და პროდუქტების უმეტესობა ცხობის გარეშე მიდის მომხმარებლამდე.

როგორ შეაფასებდით ბიზნეს მობილბანკს და რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე ბიზნესისთვის ასეთი ციფრული პლატფორმა?

ციფრულ პლატფორმებთან ურთიერთობა თანამედროვე ბიზნესისთვის აუცილებელია. მოთხოვნებიდან გამომდინარე, ოპერატიულობა ძალიან მნიშვნელოვანია. სერვისის სფერო 24/7-ზე მზადყოფნას ითხოვს, რაც ბიზნეს მობილბანკით ძალიან მარტივი და მოსახერხებელია. ვფიქრობ, ეს აპლიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე მეწარმეებისთვის, რომლებსაც ბუღალტერი არ ჰყავთ და მფლობელს ან მენეჯერს უწევს საბუღალტრო საქმიანობის შეთავსება, ყოველთვის შეიძლება არ იყო კომპიუტერთან, მაგრამ აპლიკაციის გახსნა და გამოყენება ნებისმიერ დროსა და ადგილას შეგიძლია.

თქვენი ცხოვრების რიტმზე როგორ იმოქმედა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკთან ურთიერთობამ?

როგორც ანტრეპრენერს, მაქვს სხვადასხვა საქმიანობა, ბევრს ვმოგზაურობ. მაგალითად, მთელი თებერვალი ურუგვაიში გავატარე. ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, ბევრი ტრანზაქცია მქონდა შესასრულებელი. ზოგჯერ მე ვამზადებდი გადარიცხვას, ზოგჯერ კი აუთსორსზე მყოფი ბუღალტერი მიმზადებდა, მე ოკეანის სანაპიროდანაც კი შემეძლო დამედასტურებინა გადახდები, რომ ჩემს თანამშრომლებს არ დაჰგვიანებოდათ ხელფასები. ეს ყველაფერი ძალიან მოქნილი, კომფორტული და მარტივია.

ბიზნეს მობილბანკის რომელ ფუნქციონალებია თქვენთვის განსაკუთრებულად კომფორტული?

ხშირად ვიყენებ აპლიკაციას გადახდების მონიტორინგისთვის, ხელფასების ჩასარიცხად, თუმცა შაბლონების შექმნის ფუნქციამ ძალიან გამიმარტივა საქმე. ჩემი კაფესთვის და მაღაზიისთვის ხშირად მიწევს შესყიდვების განხორციელება. მომწოდებელი მეტ-ნაკლებად სტაბილურია, შექმნილი მაქვს შაბლონებში და ყოველთვიურად განმეორებით მონაცემების შეყვანის გარეშე ვურიცხავ თანხას. კომუნალურების კოდებიც დამახსოვრებული მაქვს და ღილაკზე ერთი თითის დაჭერით ვიხდი ყველა გადასახადს. მიხარია, რომ გადარიცხვის დადასტურებისთვის ახლა მხოლოდ SMS შეტყობინება არის საჭირო. ადრე ამისთვის დიჯიპასი მჭირდებოდა, რაც არც ისე მოსახერხებელია, ხშირად დაუგეგმავი გადახდებიც მიწევს და შეიძლება დიჯიპასი თან არ მქონდეს, ტელეფონი კი ყოველთვის თან მაქვს.

საქართველოს ბანკი ციფრული პლატფორმების განვითარებასა და დახვეწაზე მუშაობას აგრძელებს და საერთაშორისო წარმატებასაც აღწევს. გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა Global Finance-მა 24-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელა, ამასთან, ბანკის ციფრული პროდუქტები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საუკეთესოთა შორის აქამდეც არაერთხელ დასახელებულა.

თანამედროვე სამყარო ტექნოლოგიებისაა, ციფრული პროდუქტები გეხმარება უამრავი დრო დაზოგო ფინანსების მართვასა და ტექნიკურ პროცესებში, დაზოგილი დრო კი საყვარელ საქმიანობას დაუთმო. თუ ჯერ კიდევ იყენებ ბიზნეს მობილბანკს, აპლიკაციაში დარეგისტრირებასა და მის გადმოწერას ამ ბმულზე შეძლებ, ხოლო თუ საქართველოს ბანკის მომხმარებელი არ ხარ, გახსენი ანგარიში მარტივად ონლაინ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები