მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რთული წარმოსადგენია, რომ ახლა მოგვაწყდება ხალხი“ - ტუროპერატორი

6019521d30a6c
ვიქტორია მღებრიშვილი
02.02.21 23:10
1454
ეკონომიკის მინისტრმა დღეს ტუროპერატორებთან შეხვედრა გამართა. როგორც შეხვედრის დაწყებამდე BM.GE-სთან საუბრისას ბიზნეს ტურიზმის მიმართულებით მოქმედმა ტურისტულმა კომპანია „ბითიელის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა მაია ბიბილაურმა განაცხადა, ტუროპერატორებს უწყებისგან კონკრეტულად ტურიზმის აღდგენის გეგმა სჭირდებათ, რათა საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების დაწყება შეძლონ.

„ველოდებით ტურიზმის ინდუსტრიის ამუშავების კონკრეტულ ნაბიჯებს. უნდა გვქონდეს ზუსტი პასუხები იმაზე, თუ რა რეგულაციები და წესებია ქვეყანაში ჩამოსვლის წუთიდან, რათა წარვუდგინოთ ეს ჩვენს კლიენტებს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ საქართველოს სახე და ჩვენ ვართ მედიატორები ქვეყანასა და უცხოელ სტუმრებს შორის“, - განაცხადა ტურისტული კომპანიის დირექტორმა.

მაია ბიბილაური თვლის, რომ უცხოელი ტურისტები არსებული შეზღუდვების პირობებში საქართველოში არ ჩამოვლენ.

„სამწუხაროდ, აქამდე იყო მოთხოვნები, რადგან 2020 წლის ივლისიდან ველოდებოდით საზღვრების გახსნას. ძალიან ბევრ კომპანიას ჰქონდა დაჯავშნილი ჯგუფები და ველოდებოდით სტუმრებს ... ახლა, როდესაც არც სამთო კურორტები მუშაობს და არც რესტორნები, რთული წარმოსადგენია, რომ ახლა მოგვაწყდება ხალხი, თუ გინდ ძველი რაოდენობის 10%-ი მაინც“, - უთხრა BM.GE-ის „ბითიელის“ დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები