მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რთველი 2021-ის ფარგლებში, კახეთში მევენახეების შემოსავალი 70 მლნ ლარს აღწევს

613c6d991e0f7
BM.GE
11.09.21 12:47
1708
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რთველი 2021-ის ფარგლებში, კახეთში მევენახეების შემოსავალი 70 მლნ ლარს აღწევს.

11 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 73 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, რაც თითქმის 3-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

გადამუშავებული ყურძნიდან 43,5 ათას ტონამდე რქაწითელია, 24 ათას ტონამდე საფერავი, 2,2 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

სააგენტოს ცნობით, ყურძნის დღიური გადამუშავება 8 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც მიუთითებს, რომ რთველი აქტიურ ფაზაში შედის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები