მთავრობა რთველის სუბსიდირების პრაქტიკას აგრძელებს. მიმდინარე წელს ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან ჯამში 85 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. აქედან 35 მილიონი ლარი კერძო კომპანიების მიერ 1 კგ. რქაწითლის მინიმუმ 1 ლარად ჩაბარებას მოხმარდება, ხოლო 50 მილიონი ლარი - ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის სახელმწიფოს მიერ შესყიდვას.
2024 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი დაახლოებით 300 000 ტონაა და სუბსიდირების შედეგად, 20 000-ზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის საშუალება მიეცემა. კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია 1 კგ. რქაწითელზე 20 თეთრია. სუბსიდიას კი მიიღებს ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითლის ჯიშის ყურძენს და ერთი კილოგრამი სანაცვლოდ ჩამბარებელს მინიმუმ ერთ ლარს გადაუხდის.
სტუმარი: იაგო ბიტარიშვილი - მეღვინე, კომპანია „იაგოს ღვინის" დამფუძნებელი;