უხვმოსავლიანი და მაღალხარისხიანი - რთველი 2024 აქტიურ ფაზაშია. ყურძნის შაქრიანობა და სიმწიფე წელს გამორჩეულია და ამ წლის მოსავლისგან მეღვინეები კარგი ღვინის დაყენებასაც ელიან. საპროგნოზო მოსავალი 300 ათასი ტონაა, მთავრობა ფიქრობს, რომ მევენახეები წელს 350 მლნ ლარის შემოსავალს მიიღებენ, ანუ 1 კგ ყურძნის ყურძნის საშუალო ფასი ბაზარზე 1 ლარი და 17 თეთრია. რა უნდა ღირდეს ყურძენი? - ფასი ყოველწლიურად განხილვის საგანია. მევენახეები ამბობენ, რომ დღეს კახეთში, ქარხნებში რქაწითელის ჩასაბარებელი ფასი 1.05 -დან 1.10 თეთრის ფარგლებშია, საფერავის 1.20-1.50 ლარია. ეს ფასი კი, ყურძნის მოვლაზე გაწეულ ხარჯებთან შეფარდებით ძალიან დაბალია. ამასთან, რქაწითელის ჩაბარებისთვის ქარხნები სახელმწიფოსგან სუბსიდიასაც იღებენ - 1 კგ-ზე 20 თეთრის ოდენობით.. ანუ რეალურად კერძო სექტორი მზადაა რქაწითელში, რომელიც ყველაზე დიდ წილს იკავებს საქართველოში წარმოებულ ყურძენში, მხოლოდ 80 თეთრი ან მაქსიმუმ 1 ლარი გადაიხადოს. თუ გადავავლებთ თვალს ბოლო 12 წლიან პერიოდს, ყურძნის ფასი მხოლოდ მცირედით არის გაზრდილი - რა ფაქტორები მოქმედებს ყურძნის ღირებულებაზე. რა წილი უჭირავს ყურძნის ფასს ღვინის ღირებულებაში და როგორ შეიძლება ისეთი ბალანსის მიღწევა, რომ ხარისხიანი ყურძნის წარმოებასთან ერთად, მევენახეც და მეღვინეც კმაყოფილი იყოს?
სტუმარი: გიორგი სამანიშვილი - ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ღვინის დარგის მართვის მაგისტრი;