წელსაც რთველის პერიოდში, კერძო კომპანიების შესყიდვის შემდეგ ბაზარზე დარჩენილ ჭარბ ყურძენს „მოსავლის მართვის კომპანია“ შეისყიდის. გამოყოფილი ბიუჯეტი 50 მლნ ლარია. აღნიშნული გულისხმობს, როგორც კახეთის, ისე რაჭა-ლეჩხუმისა და აჭარის რეგიონში შპს ,,მოსავლის მართვის კომპანიის’’ მიერ ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესყიდვას, გადამუშავებას, დასაწყობებასა და შენახვას. ამ ეტაპზე უცნობია რა მოცულობის თანხა გამოიყოფა უშუალოდ რთველის სუბსიდირებისთვის. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვითხრეს, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა სავარაუდოდ ამ ტიპის მხარდაჭერა ქართველ მევენახეებს წელსაც დასჭირდებათ. რატომ ვასუბსიდირებთ ბაზარზე დარჩენილ , შედარებით დაბალი ხარისხის წარმოებას და არის თუ არა დრო სუბსიდირებიდან გამოსვლის?
სტუმარი: გიორგი სამანიშვილი - ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ღვინის დარგის მართვის მაგისტრი