მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუბიო რუსული გამანადგურებლების ჩამოგდებას ეწინააღმდეგება

მარკო რუბიო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის განცხადებას გამოეხმაურა. საუბარია ტუსკის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაჟღერებულ გაფრთხილებაზე, რომლის თანახმადაც, თუ რუსული გამანადგურებლები პოლონეთის საჰაერო სივრცეს გადაკვეთენ, მათ აუცილებლად გაანადგურებენ.

რუბიოს შეფასებით, მსგავსი ნაბიჯის გადადგმა ვითარების დესტაბილიზაციას და NATO-ს გაუთვალისწინებელი რისკების წინაშე დაყენებას გამოიწვევს. შტატების სახელმწიფო მდივანი პოლონეთის ხელისუფლებას გაცილებით მოზომილი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს და ურჩევს, ნებისმიერი საპასუხო ნაბიჯი პარტნიორ ქვეყნებთან განიხილოს. რეაგირების გადაწყვეტილება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღოს, თუ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის რეალური მტკიცებულება იარსებებს.

შტატების სახელმწიფო მდივანმა NATO-ს კოლექტიური თავდაცვის იდეისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ არცერთი გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ უნდა იქნეს მიღებული. პირიქით, თუ ესტონეთის საჰაერო სივრცეში რუსული გამანადგურებლების შეფრენის მსგავსი ფაქტი NATO-ს რომელიმე წევრის მიმართ განმეორდა, მომჩივანმა ქვეყანამ პარტნიორებთან უნდა გაიაროს კონსულტაცია და მთელი აქცენტი კოლექტიურ უსაფრთხოებაზე გადაიტანოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები